ქართული რაგბი

ლეგიონერები

მამუკა გორგოძეს საფრანგეთის ტოპ-14-ში ცხვირი გაუტეხეს

AutoSharing Option
"ტულონისა" და "სტად ფრანსეს" დაპირისპირება საკმაოდ უხეში რომ იქნებოდა, თავიდანვე ცნობილი იყო. ამ შეხვედრაში "ტულონს" ორი მორაგბე დაუშავდა: რომენ ტაოფიფენუა და მამუკა გორგოძე.

შეხვედრა "ალიანც რივიერაზე" გაიმართა და "ტულონის" გამარჯვებით, 23:16 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გორგოძე გამოცვალეს, რადგან ცხვირიდან სისხლი სდიოდა.

rugby365.fr-ის ინფორმაციით, ქართველ მორკინალს თამაშის შემდეგაც სდიოდა სისხლი, რაც იმის ნიშანია, რომ მას მოტეხილობა აქვს.

გორგოძეს "ტულონის" ექიმები დღეს დაუსვამენ დიაგნოზს.