ქართველი მორაგბე ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩში, "მონპელიესა" და "კასტრს" შორის რაკში სახიფათო თამაშის გამო გააძევეს. ის შეხვედრა კაცნაკლულმა "მონპელიემ" 32:14 მოიგო და კიდევ ერთი ქართველი კონსტანტინე მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ქუბრიაშვილი თამაშს ორი იანვრიდან შეძლებს. ასევე 2 იანვარს უმთავრდება დისკვალიფიკაცია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ბურჯ ანტონ ფეიქრიშვილს, რომელიც უელსურ "კარდიფ ბლუზში" ასპარეზობს.