საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

განვლილ სამივე ეტაპზე ჩვენმა გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში 18 ქულით მერვე ადგილზეა.

ქართველი მეშვიდკაცეები ექსეტერის ეტაპზე B ჯგუფში რუსეთის, უელსისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.

"განვლილ ტურნირებს თუ გადავხედავთ, მეოთხედფინალებში გამარჯვებისთვის ყოველთვის მცირედი გვაკლდებოდა და თანაც, იმ გუნდთან, რომელიც საბოლოოდ საპრიზო ადგილს იკავებდა. შედეგად, სამივე ეტაპი მე-8 ადგილზე დავასრულეთ. არადა, აშკარად მეტი გვეკუთვნოდა. მთელი კვირა ამაზე ვსაუბრობდით და ვეცდებით, ექსეტერში ეს ნაკლი გამოვასწოროთ. დიდი
ხანია ეტაპი საპრიზო ადგილზე არ დაგვისრულებია და ინგლისში ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ", - თქვა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.

ორი კვირის წინანდელი, კლერმონის ეტაპისგან განსხვავებით, 12-კაციან შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. გუნდში ბრუნდებიან რამაზ ხარაზიშვილი და რევაზ ჯინჯიხაძე, რომლებმაც პირველ ორ ეტაპზე ითამაშეს. პირველი ეტაპის შემდეგ ბრუნდებიან ნიკო აფციაური და ნიკოლოზ გიგაური. ექსეტერში არ იასპარეზებენ იოსებ მათიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, გიორგი ბაბუნაშვილი და ბექა ურჯუკაშვილი.

საქართველოს ნაკრები
ზურაბ ძნელაძე, მირიან მოდებაძე (ორივე-აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, მამუკა ნინიძე (სამივე-ჯიქი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ლაშა ხმალაძე (ბათუმი), ნიკო აფციაური (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეხუთე მერვე ადგილისათვის ჟერ რუსეთს ბაჯობეთ ახლა კი ინგლისს 17-12.
სოსო
16 ივლისი 2017 21:19
0
ეტყობა ჩემს მეტს არავის აინტერესებს 7 კაცა რაგბი.არც საიტი სწრეს რაიმეს,არც გამოხმაურება.არადა მეოთხედ ფინალში რუსებმა უშანსოდ მოვიგეს 19-12,პირველი ტაიმი 19-0,მეხუთე მერვე ადგილისთვის კი ჩვენ დავამარცხეთ ესპანეთი 19-5 და ახლა მეხუთე ადგილისთვის მოგვიწევს ბრძოლა,ჯერ არ ვიცი ვისთან.
სოსო
16 ივლისი 2017 18:34
0
პირველი თამაში 7-14 წავაგეთ უელსთან,არადა პრველი ტაიმი მოვიგეთ,მეორე შეხვედრაში კი რუსებს ცაჯობეთ 7-5/დაახლოებით 9 საათზე პოლონეთს ვეთამაშებით.
სოსო
15 ივლისი 2017 19:44
1
სამი წუთის წინ დამთავრდა საქართველო უელსი.პირველი ტაიმი მოვიგეთ 7-0,მაგრამ მეორე ტაიმში მთელი ტაიმი 5 წამზე დიდი ხნით ბურთი ვერ ჩავიგდეთ ხელში,იქვე ვკარგავდით და ორი ლელოც გავუშვით,კვლავ ფლანგზე გაქცევით.მათ 4 ნომერს ვერ ვეწეოდით,უბრალოდ გარბოდა და ლელოს სდებდა.ძალიან სწრაფი მორბენალი საციცოცხლოდ გვჭირდება.
სოსო
15 ივლისი 2017 16:03
0
რუსულ არხებზე პროგრამაში აღარ არის,სად შეიძლება ყურება? იქნება გაგვარკვიოთ, ან სტრიმი დადოთ?
სოსო
15 ივლისი 2017 09:54
0
გუშინ დავპოსტე,მაგრამ რატომღაც არ დადებულა.წინა გათამაშების ორ მატჩს ვუყურე და რაც თვალში საცემია, სისწრაფეში ვაგებთ,არ გვყავდა ისეთი კაცი,რომელიც გაიქცეოდა და მეტოქე მას ვერ დაეწეოდა.გავარღვევდით ხაზს,გაიქცეოდა ჩვენი და ბოლოს მაინც გვაჩერებდნენ,არადა ლიდერ გუნდებს ისეთი მორბენლები ჰყავთ,გარედან,დიდ წრეზე შემოურბენდნენ ხოლმე მცველებს და ჭიდაობის გარეშე იოლად დებდნენ ლელოს.
სოსო
14 ივლისი 2017 13:36
1

სიახლეები პოპულარული