გიორგი ნიჟარაძე: ქართული რაგბის ინტერესები უმთავრესია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ახლახან პარიზიდან დაბრუნდა, სადაც FIRA AER-ის გენერალური ასამბლეა გაიმართა. ევროპული რაგბის მესვეურთა თავყრილობაზე ქართული რაგბის თავკაცი ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

მოვლენა, ცხადია, ღირსშესანიშნავია. ამდენად, საინტერესოა, რას მოუტანს ქართულ რაგბის ეს კიდევ ერთი აღიარება. გიორგი ნიჟარაძეს რაგბის კავშირში ვეწვიეთ და ამ ფაქტთან ერთად განვლილ სეზონზეც ვესაუბრეთ.

- საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ FIRA AER-ის გე­ნე­რა­ლუ­რ ასამ­ბ­ლე­ა­ზე თქვენ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად აგირ­ჩი­ეს. იქ­ნებ დაწ­ვ­რი­ლე­ბით გვი­ამ­ბოთ არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­პე­ტი­ებ­ზე...
- ასამ­ბ­ლე­ა­ზე კი­დევ ოთხი წლით პრეზი­დენ­ტად ფრან­გი ჟან კლოდ ბა­კე აირ­ჩი­ეს.
ამას­თან ერ­თად, ჩა­ტარ­და ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტე­ბის არ­ჩევ­ნე­ბიც.

მე­რე პრე­ზი­დენ­ტ­მა თა­ვად და­ა­სა­ხე­ლა აღ­მა­სრუ­ლე­ბე­ლი კო­მი­­ტე­ტის წევ­რ­თა ვი­ნა­ო­ბა. პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო.

ეროვ­ნულ­მა ფედ­ერა­ცი­ებ­მა თა­ვი­ან­თი კან­დი­და­ტუ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე აც­ნო­ბეს FIRA AER-ს, რომ­ლე­ბიც ერ­თად იყ­ვ­ნენ შე­ტა­ნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ში. ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩი­ეს, მათ შო­რის, მეც.

- რას მო­უ­ტანს ეს მოვ­ლე­ნა ქარ­თულ რაგ­ბის?
- FIRA AER-ს რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი" რჩე­ბო­და ქარ­თუ­ლი რაგ­ბის წინ­ს­ვ­ლა და პროგ­რე­სი. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ ჩე­მი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა არის ქარ­თუ­ლი რაგ­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი აღი­ა­რე­ბა.

ეს, ცხა­დია, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, მე­ტი გა­ვა­კე­თოთ ქარ­თუ­ლი რაგ­ბის­თ­ვის, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ და ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ევ­რო­პუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

პი­რა­დად ჩემ­თ­ვის ეს ფაქ­ტი არის იმ უზარ­მა­ზა­რი შრო­მის და­ფა­სე­ბა, რა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­ო­ბე­ბი ეწე­ოდ­ნენ.

დღე­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუხ­ლ­ჩა­უხ­რე­ლად შრო­მობს ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ეს არის ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით მო­იმ­კეს მწვრთნე­ლებ­მა, მსა­ჯებ­მა და თითო­ე­ულ­მა მო­თა­მა­შემ.

FIRA AER-ის პრე­ზი­დენ­ტ­თან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხ­მე­ბით, კუ­რი­რე­ბას გა­ვუ­წევ რე­გი­ონ­ში რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მელ­შიც შე­დი­ან სა­ბერ­ძ­ნე­თი, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი.

ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლია, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო FIRA AER-ისა და ევ­რო­პის ექ­ვ­სი ერის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში.

ამას­თან ერ­თად, ლა­შა ხურ­ცი­ძეს და გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძეს წარ­ვად­გენთ FIRA AER-ის წამ­ყ­ვან კო­მი­ტე­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

- რა გეგ­მე­ბი და­სა­ხა FIRA AER-ის ახალ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ?
- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც ას­ამ­ბ­ლე­ა­ზე მოხ­და, ის იყო, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კა­­დ­რე­ბი.

აღ­მას­კო­მი მთლი­ა­ნად ექ­ვ­სი ერის ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან და­კომ­პ­ლექ­ტ­და და და­იწყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლეო­ბა ამ ორ ორ­გა­ნი­ზაცი­ას შო­რის. ეს გვაძ­ლევს ოპ­ტი­მი­ზმის სა­ფუძ­ველს, რომ მა­ლე ევ­რო­პულ რაგ­ბი­ში ერ­თ­მმარ­თ­ვე­ლო­ბა დამ­ყარ­დე­ბა.

დი­დი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის თე­მას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, 18-წლამ­დელ­თა ტურ­ნირს, რო­მელ­შიც ევ­რო­პის ელი­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის გუნ­დე­ბიც ას­პ­არე­ზო­ბენ.

მო­მა­ვა­ლი წლის მარ­ტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­დაწყ­დე­ბა, რომ ეს ექ­ს­პე­რიმ­ენ­ტი სხვა ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებ­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

და­ი­გეგ­მა რაგ­ბის მა­სობ­რი­ო­ბის ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, სკო­ლის დამ­წყე­ბი კლა­სე­ბის ბავ­შ­ვებს წე­ლი­წად­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ათი გაკ­ვე­თი­ლი, სა­დაც ელე­მენ­ტა­რულ სა­რაგ­ბო უნარ-ჩვე­ვებს ას­წავ­ლი­ან.

- ახ­ლა­ხან გა­ი­მარ­თა 2015 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის წი­ლის­ყ­რა, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მე­ტო­ქე­ე­ბი გა­ირ­კ­ვა. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ამ წი­ლის­ყ­რის შე­დე­გებს?
- და­ვიწყოთ იმით, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ვი­გოთ ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა და მსოფ­ლი­ოს თა­სის საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვოთ რო­გორც პირ­ვე­ლად­გი­ლო­სან­მა გუნ­დ­მა.

ამ შემ­თ­­ხვე­ვა­ში C ჯგუფ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბით, სა­დაც მე­ტო­ქე­ე­ბი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, არ­გენ­ტი­ნის, ტონ­გას ნაკ­რე­ბე­ბი და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნი იქ­ნე­ბი­ან.

ვფიქ­რობ, სხვა ვა­რი­ან­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ეს ჩვენ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ჯგუ­ფია. მეტ-ნაკ­ლე­ბად სუს­ტი აქ აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­თან მო­გე­ბაც თა­ვი­დან­ვე უნ­და და­ი­გეგ­მოს და და­ნარ­ჩენ გუნ­დებ­თან თა­მაშს პრაგ­მა­ტუ­ლად მი­ვუდ­გეთ. ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ჩვე­ნი გუნ­დის­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა.

მე­სა­მე ნო­მე­რი ჯგუფ­ში არის ტონ­გას ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც პროგ­რესს გა­ნიც­დის და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია, თუმ­ცა ტონ­გე­ლებ­თან თა­მაშ­ში გა­მო­რიცხუ­ლი არა­ფე­რია. მა­თი და­მარ­ცხე­ბა ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა შე­უძ­ლე­ბე­ლი.

არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი ჩვენ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი გუნ­დია. ორ­ჯერ უკ­ვე ვე­თა­მა­შეთ მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბებ­ში. მე­სა­მედ გა­ი­სად ივ­ნის­ში სტუმ­რად და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით. ისი­ნიც კარ­გად გვიც­ნო­ბენ, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია მათ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა გა­ვუ­მარ­თოთ.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ნაკ­რებ­თან თა­მა­ში, წე­სით, არ უნ­და გვი­ხა­რო­დეს, რად­გან ამ გუნ­დ­თან აუცი­ლებ­ლად წა­ვა­გებთ და, გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, დი­დი ან­გა­რი­ში­თაც.

თუმ­ცა მა­ინც სა­სი­ხა­რუ­ლოა, რად­გან "ოლ ბლექ­ს­თან" მსოფ­ლი­ოს თას­ზე თა­მა­ში დი­დი პა­ტი­ვია, რა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი ოც­ნე­ბობს.

თუ ერ­თა თას­ზე მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დით, მა­შინ ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ნუ­რა­ვის ჰგო­ნია, რომ იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი­სა და ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ონ­თან (აშშ ან კა­ნა­და) და­გეგ­მი­ლად მო­ვი­გებთ.

ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა შე­საძ­ლოა მე­ტო­ქე­ებს ვძლი­ოთ ან პი­რი­ქით, ყვე­ლა თა­მა­ში წა­ვა­გოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თ­ვის C ჯგუფ­ში თა­მა­ში უკე­თე­სია.

- ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ორი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და ორი­ვე­ში და­მარ­ცხ­და. რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­ს­ნას "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" ეს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა?
- ბევ­რ­ჯერ მით­ქ­ვამს, რომ ჩვენ ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო­სი, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, ჩვენ­ზე ძლი­ერ გუნ­დებს ვე­თა­მა­შოთ.

ამის­თ­ვის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიბ­რ­ძო­დით. რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ან სტრა­ტე­გი­ას ვა­მუ­შა­ვებ­დით, კარ­გად გვქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რა გზას უნ­და დავ­დ­გო­მო­დით. ასარ­ჩე­ვი იყო ორი გზა.

პირ­ვე­ლი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი გა­ნაგ­რ­ძობს ას­პა­რე­ზო­ბას ერ­თა თას­ზე და იქ გა­მარ­ჯ­ვე­ბებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კმა­ყო­ფილ­ნი არი­ან გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც, მთავ­რო­ბაც და სპონ­სო­რე­ბიც.

ვამ­კ­ვიდ­რებთ წა­უ­გე­ბე­ლი ნაკ­რე­ბის სტა­ტუსს, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლით ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გა­მო­რიცხუ­ლია.

მე­ო­რე - ერ­თა თა­სის პა­რა­ლე­ლუ­რად დაგ­ვეწყო ძლი­ერ გუნ­დებ­თან ტეს­ტე­ბის სე­რია, რაც იმ­თა­ვით­ვე გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ და­ვიწყებ­დით წა­გე­ბებს. ეს კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რია. ამით მო­ვიმ­დუ­რებ­დით გულ­შე­მატ­კი­ვრე­ბის გა­რ­კ­ვე­ულ ნა­წილს.

თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მხო­ლოდ მა­ღა­ლი დო­ნის გუნ­დებ­თან პა­ექ­რო­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა. ამ გუნ­დებ­თან შეხ­ვედ­რებ­ში კარ­გად ჩანს არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და რა­ზე გვაქვს ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­მუ­შაო.

ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავირ­ჩი­ეთ მე­ო­რე გზა და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ შე­დეგს გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში აუცი­ლებ­ლად მო­ვიმ­კით.

ფი­ჯი­სა და იაპო­ნი­ის ნაკ­რე­ბებ­თან მატ­ჩებს თუ ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში გან­ვი­ხი­ლავთ, ჩვენ მი­ვი­ღეთ ის, რაც გვინ­დო­და. ვე­თა­მა­შეთ ძლი­ერ გუნ­დებს, და­ვი­ნა­ხეთ ჩვე­ნი ნა­კლო­ვა­ნე­ბე­ბი, ვის­წავ­ლეთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის გუნ­დებ­თან თა­მა­ში და, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც შეგ­ვეძ­ლო ორი­ვე ნაკ­რე­ბი დაგ­ვე­მარ­ცხე­ბი­ნა. ახ­ლა უკ­ვე და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, რა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე გვაქვს სა­მუ­შაო.

- ამას წი­ნათ, ჩვენს გა­ზეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა თქვა, რომ გა­ი­სად ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე ორი თა­მა­შია და­გეგ­მი­ლი, აშშ-ისა და კა­ნა­დის ეროვ­ნულ გუნ­დებ­თან. თუმ­ცა უნ­და, რომ მე­სა­მე თა­მა­შიც მო­ითხო­ვოს...
- უნ­და ვცა­დოთ და ვთხო­ვოთ IRB-ს, მე­სა­მე ტეს­ტიც დაგ­ვი­ნიშ­ნოს. რო­მე­ლი ქვეყ­ნის ნაკ­რებს გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია. კარ­გი იქ­ნე­ბა, ტონ­გას­თან თუ გვა­თა­მა­შე­ბენ, ან მსგავ­სი სტი­ლის მქო­ნე, თუნ­დაც იმა­ვე ფი­ჯის­თან.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ფრან­გუ­ლი კლუ­ბე­ბი­დან მო­რაგ­ბე­ე­ბის სა­მი კვი­რით გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

- ჰე­იგს ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე ტა­ნა უმა­გა ეხ­მა­რე­ბო­და. მო­ხერ­ხ­და თუ არა მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მო­მა­ვალ­შიც ითა­ნამ­შ­რომ­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­თან?
- ტა­ნა უმა­გას ჩა­მოყ­ვა­ნის მი­ზა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად რაგ­ბის პრო­მო­უ­შე­ნი იყო. მე­რე დავ­ფიქ­რ­დით, ხომ არ დაგ­ვეწყო მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

პრობ­ლე­მა ისაა, რომ ორ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი აქვს ახალ­ზე­ლან­დი­ურ კლუბ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ამი­ტომ ცო­ტა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რო­გორ შეძ­ლებს ის ჩვენს ნაკ­რებ­თან მუ­შა­ო­ბას. სა­ერ­თოდ, მწვრთნელ­თა შტა­ბი კრის გიბ­სის წას­ვ­ლის შემ­დეგ შე­სავ­სე­ბია და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ამის თა­ო­ბა­ზე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ვი­ღებთ.

- მო­დით, გან­ვ­ლი­ლი სე­ზო­ნი შე­ვა­ჯა­მოთ. რა იყო და­დე­ბი­თი და რამ გა­გიც­რუ­ათ იმე­დი?
- სა­ბო­ლოო ჯამ­ში სე­ზო­ნი, ალ­ბათ, წარ­მა­ტე­ბუ­ლად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. გვქონ­და ერ­თი ჩა­ვარ­დ­ნა, რო­მე­ლიც პი­რა­დად ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. ეს არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ გუნ­დის თავ­კა­ცი იან სმი­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ. მას ორ­ჯერ ჰქონ­და შან­სი, შე­დე­გი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა.

ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებს სა­თა­ვე­ში ქარ­თ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბი ჩა­უდ­გე­ბი­ან. დონ კას­კი ისევ "სა­რაგ­ბო აკა­დე­მი­ა­ში" იმ­უ­შა­ვებს და მათ და­ეხ­მა­რე­ბა.

ყვე­ლა ნაკ­რებს მილ­ტონ ჰე­ი­გი გა­უ­წევს კუ­რა­ტო­რო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რე­ბის წინ მათ ძლი­ერ სპა­რინ­გ­პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან მო­უ­წევთ თა­მა­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პიო­ნატ­ში პირ­ვე­ლი წრის შე­დე­გე­ბით ვნა­ხეთ, რომ კონ­კუ­რენ­ცია გა­ი­ზარ­და. მედ­ლე­ბის­თ­ვის რე­ა­ლუ­რად ექ­ვ­სი გუნ­დი იბ­რ­ძ­ვის.

მარ­თა­ლია, "არ­მია" და "ლე­ლო" ახ­ლა და­ნარ­ჩე­ნებს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უს­წ­რე­ბენ, თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­ო­რე წრე­ში "აია" და "ლო­კო­მო­ტი­ვი" საგ­რ­ძ­ნობ­ლად მო­უ­მა­ტე­ბენ. მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნა­ტის მშვე­ნე­ბაა "არ­მა­ზი", რო­მელ­მაც ერთ წე­ლი­წად­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და.

ყვე­ლა­ზე დი­დი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს კი ჭა­ბუკ­თა A ლი­გის წლე­ვან­დე­ლი გა­თამა­შე­ბის ფი­ნა­ლი მაძ­ლევს. ქუ­თა­ი­სი­სა და რუს­თა­ვის გუნ­დე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი რაგ­ბი ვი­ხი­ლეთ. მო­რაგ­ბე­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად თა­მა­შობ­დნენ ხელ­და­ხელ, სწო­რად აზ­როვ­ნებ­დ­ნენ და ყვე­ლა­ნი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რ­ჩით.

- ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში IRB-ს დიდ­მო­ხე­ლე­ე­ბი სტუმ­რობ­დ­ნენ, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვ­დით. რა კონ­კ­რე­ტულ თე­მებ­ზე ისა­უბ­რეთ?
- ძა­ლი­ან კარ­გი შეხ­ვედ­რა იყო. პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჩემ­თან ერ­თად მარკ იგა­ნი, გრემ მუ­რი, რი­ჩი დიქ­სო­ნი, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა მინ­ის­ტ­რი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი და მი­სი მო­ად­გი­ლე გია რა­ფა­ვა შეხ­ვ­დ­ნენ.

წე­სით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჩვენ­თ­ვის 20 წუ­თი უნ­და და­ეთ­მო, თუმ­ცა სა­უ­ბარ­მა სა­ა­თი და ორ­მო­ცი წუ­თი გას­ტა­ნა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე.

IRB-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, თა­ვის მხრივ, უამ­ბეს, რა გა­ა­კე­თეს და კი­დევ რას გეგ­მა­ვენ ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რაგ­ბის კავ­ში­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ყვე­ლას­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო იყო. მათ მი­ი­ღეს გა­რან­ტია, რომ ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა და უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი გახ­დე­ბა.

- ხომ არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე...
- დი­ახ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნამ­დ­ვი­ლად იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2015 წლის მსოფლიო თასის წი­ლი ნა­ყა­რია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული