პლანეტის საუკეთესო მეშვიდკაცეები რუსეთის დედაქალაქში ერთმანეთს 28-30 ივნისს შეეჯიბრებიან.
ტურნირი ერთდროულად კაცთა და ქალთა შორის გაიმართება. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მხოლოდ კაცთა შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.
კახა ალანიას სამწყსომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.
მოსკოვში კაცთა 24 გუნდი ექვს ჯგუფში განაწილდება. წილისყრის წინ ისინი ოთხ კალათაში განათავსეს. "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" მე-4 კალათაში მოხვდნენ, იაპონიის, ჰონგ კონგის, ტუნისის, ურუგვაისა და ფილიპინების ნაკრებებთან ერთად.
ჩვენი გუნდისთვის იდეალური
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები სამ ტურნირში მიიღებს მონაწილებას. მათ შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის ერთ-ერთი ეტაპი, "ჰონგ კონგის შვიდკაცა" იქნება, რომელიც 22-24 მარტს გაიმართება.
კაცები
I კალათა: ახალი ზელანდია, ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, სამოა, ინგლისი, ავსტრალია.
II კალათა: უელსი, არგენტინა, საფრანგეთი, კენია, შოტლანდია, აშშ.
III კალათა: კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, ტონგა, ზიმბაბვე.
IV კალათა: იაპონია, ჰონგ კონგი, საქართველო, ტუნისი, ფილიპინები, ურუგვაი.
ქალები
I კალათა: ინგლისი, ავსტრალია, კანადა, აშშ.
II კალათა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, რუსეთი.
III კალათა: ჰოლანდია, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრაზილია.
IV კალათა: იაპონია, ტუნისი, ირლანდია, ფიჯი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"