საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ჰონგ კონგში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ივლისის დასაწყისში მოსკოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

გუნდი ჰონგ კონგში გაემგზავრა, სადაც მომავალ უქმეებზე შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს.

შეჯიბრებაში 12 გუნდი სამ ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იაპონიის, ბრაზილიისა და იამაიკის ნაკრებები იქნებიან. ამ ტურნირზე ჩვენი გუნდის მიზანი ოთხ საუკეთესოს შორის მოხვედრაა.

"ჰონგ კონგში ძალიან რთული მატჩები გველის, თუმცა კარგია, რომ საბრძოლო შემადგენლობით მივემგზავრებით. გუნდს ეროვნული ნაკრებიდან დაემატნენ ის "ბორჯღალ
ოსნები", რომლებსაც შვიდკაცა რაგბის თამაშის გამოცდილება აქვთ.

უნდა მოვახერხოთ და ოთხეულში მოვხვდეთ, რათა
ლონდონის შვიდკაცას ტურნირზე მონაწილეობის უფლება მივიღოთ და თუ იქ სამეულში მოვხვდებით, მაშინ საშუალება გვექნება, მომავალი სეზონიდან მსოფლიოს სერიის ყველა ეტაპზე ვიასპარეზოთ",
- თქვა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ.

საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში ხუთი "ბორჯღალოსანია": ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა ხმალაძე (ლელო) და ალექსანდრე თოდუა (ალბი). მათ სხვადასხვა დროს მსოფლიოს სერიის ეტაპებზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

საქართველო
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა ხმალაძე (ლელო), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი), გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე (ორივე - აია), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ლევან გოგოლიშვილი, გიორგი ჯიმშელაძე (ორივე - არმია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული