საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები კი საფრანგეთში, ლიონთან ახლოს, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ითამაშებს.
ამის გარდა, 13 მაისს თბილისში გვეწვევა ინგლისის ოთხი საგრაფოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები, რომელიც 15 და 18 მაისს ორ მატჩს გამართავს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან. თამაშები "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართება.
ინგლისის საგრაფოთა ნაკრები, ფაქტობრივად, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების სათადარიგო გუნდია.
ამიტომ, მათ მოტივაცია და საბრძოლო ჟინი გაორმაგებული
ამასთან ერთად, თბილისში 12 მაისს ჩამოვა რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მოსკოვის "სპარტაკი", რომელიც ძირითადად ქართველი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ამ კლუბის პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძეა, მწვრთნელი კი, ქუთაისის "აიას" ლეგენდარული გუნდის თავკაცი დუგლას კავთელაშვილია.
მოსკოვის "სპარტაკს" ორი ქართული გუნდი დაუხვდება. 14 მაისს დიდ დიღომში, "ვისოლის" სტადიონზე სტუმრებს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" უმასპინძლებს, 19 მაისს კი, იქვე თბილისის "არმაზი" ეთამაშება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"