"ბორჯღალი" და "სამყურა" დაძმობილდნენ - ირლანდიელები ქართულ რაგბის ეხმარებიან

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირს საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის რაგბის ხელმძღვანელებთან კარგი, საქმიანი ურთიერთობა დიდი ხნის წინათ ჩამოუყალიბდა.

ამჟამად მჭიდრო კავშირების გაბმა მიმდინარეობს ირლანდიის რაგბის კავშირთან, რომლის მიერ საქართველოში უკვე იყო მოვლინებული მსაჯთა განვითარების მენეჯერი და რამდენიმე არბიტრი.

საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობა მალე კომპლექსურ ხასიათს მიიღებს.

ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მსაჯთა მომზადების პროგრამა. ქართველი არბიტრები ტრენინგებს გაივლიან ირლანდიაში.

ირლანდიის რაგბის კავშირი დაგვეხმარება ქართველი მწვრთნელების აღზრდაშიც და საამისოდ უკვე მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის შემუშავება.

2014 წელს საქართველოს
რაგბის კავშირის მიერ შერჩეული ოთხი ახალგაზრდა მოთამაშე, ირლანდიის რაგბის კავშირის სრული დაფინანსებით, ამ ქვეყნის წამყვანი სარაგბო კლუბების ასაკობრივ გუნდებში ჩაირიცხება.

"პროგრამის მიხედვით, სამი წლის შემდეგ ჩვენ უნდა გვყავდეს ნაკრების ოთხი სერიოზული კანდიდატი. ამ მოთამაშეების შერჩევა არ იქნება ადვილი საქმე, ვინაიდან მათ საკმაოდ რთული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

ეს არის ჩვენთვის შესანიშნავი შანსი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სარაგბო ქვეყანაში გავაგზავნოთ ნიჭიერი ქართველი მორაგბეები და სამი წლის თავზე მივიღოთ სრულიად სხვა ფიზიკურ კონდიციაში მყოფი მოთამაშეები, რომლებიც უკვე მზად იქნებიან ეროვნულ ნაკრებში საასპარეზოდ"
, - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

ამასთან ერთად, მკვდარი წერტილიდან დაიძრა საერთაშორისო საკლუბო ტურნირების ჩატარების იდეა.

აქამდე თითქოს ამის პერსპექტივა არსად ჩანდა, თუმცა გამორიცხული არ არის, შეჯიბრება რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარდეს. ეს უპრეცედენტო ფაქტი იქნება, რადგან ამ ორგანიზაციის ეგიდით საკლუბო ტურნირები არ იმართება.

"შემოდგომაზე უკვე დავგეგმეთ შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის რაგბის კავშირების პრეზიდენტები, სავარაუდოდ, სპორტის მინისტრები და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელები. ჩვენ შეხვედრის ჩატარების ადგილად თბილისი შევთავაზეთ და იმედი გვაქვს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ"
- დასძინა გიორგი ნიჟარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ელიტაში ითამაშებენ

გიორგი ნიჟარაძე: თუ დაფინანსება არ იქნება, დაიწყება ქართული რაგბის რეგრესი!

გიორგი ნიჟარაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი ინიციატივაა! უდაოა რომ ეს ჩვენი რაგბის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს!
levani
14:12 18-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული