ქართული რაგბი

სხვადასხვა

რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტად საქართველოს ნაკრებისა და "აიას" ყოფილი მორაგბე აირჩიეს

AutoSharing Option
19 დეკემბერს, რუსეთის რაგბის კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც დიდი პოლემიკისა და დავა-კამათის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოპიევის მომხრეებმა დარბაზი დატოვეს.

თუმცა, კვორუმის შეკრება მაინც მოხერხდა და რუსეთის რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად ქუთაისის "აიას" ყოფილი მორაგბე მამუკა ლოსაბერიძე აირჩიეს.

ის ლეგენდარული "აიას" ცხრა ნომერია და საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მატჩშიც ითამაშა 1989 წელს ზიმბაბვეს ნაკრებთან. ბოლო წლებში მოსკოვში მოღვაწეობდა, იყო სარაგბო კლუბ მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ