ახლზელანდიელები გემებს ეძებენ

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში გამანადგურებელმა მიწისძვრამ ამ ქალაქის ინფრასტრუქტურა საგრძნობლად დააზიანა. იმდენად, რომ ჩატარდება თუ არა სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიოს თასის გათამაშების შეხვედრები, ჯერაც საეჭვოა.

ახალზელანდიელები ირწმუნებიან, რომ იმ დროისთვის ინფრასტრუქტურის აღდგენას მოასწრებენ. თუ არა და, არსებობს ალტერნატივა:

"ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ შეგვიძლია საკრუიზო გემები გამოვიყენოთ. ეს სავსებით შესაძლებელია. ამ გემებს ძალიან ბევრი ტურისტის, რაგბის ქომაგის მიღება შეუძლია. ისინი სასტუმროს მაგივრობას გაწევენ და კომფორტიც გარანტირებული იქნება. შესაძლოა, ეს სიამოვნება ოდნავ ძვირი დაჯდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მსოფლიოს თასის მატჩები ქრაისთჩერჩში ჩატარდეს", -
თქვა ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯონ ქეიმ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული