შოტლანდიური კვინტეტი უკვე ემზადება

AutoSharing Option


საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ახალ ზელანდიაში გასამართ მოსფლიო თასის გათამაშებაში შოტლანდიის ეროვნული გუნდია. "ბორჯღალოსანთა" მოწინააღმდეგეები მომავალი ბატალიებისთვის უკვე ემზადებიან. ცხადია, საინტერესოა, რა ხდება ჩვენი მეტოქეების ბანაკში?
ახლახან შოტლანდიის რაგბის კავშირმა, ეროვნული ნაკრების ინგლისელი თავკაცის ენდი რობინსონის მოთხოვნით, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. "ნარშავების" ხუთი წამყვანი მოთამაშე, ალისტერ კელოკი, რიჩი გრეი, ჯონ ბარკლი, როს ფორდი და ალენ ჯეიკობსენი თავიანთ კლუბებში აღარ ითამაშებენ და მსოფლიო თასისთვის სპეციალური პროგრამით მოემზადებიან.
ცხადია, ეს გადაწყვეტილება კლუბების ინტერესებს ზიანს აყენებს, რადგან "ედინბურგსაც" და "გლაზგოსაც", სადაც ეს მორაგბეები ირიცხებიან,
"მაგნერს ლიგაში" ოთხ-ოთხი მატჩი დარჩათ გასამართი. ორივე კლუბს გადამწყვეტი ბრძოლების წარმართვა თავიანთი ლიდერების გარეშე მოუწევთ.
"ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ის დაფუძნებულია თითოეული მოთამაშის ინდივიდუალური თვისებებსა და მზადების პროგრამაზე. ასევე დეტალურად გავაანალიზეთ, ამ მორაგბეების მიერ მიმდინარე და განვლილ სეზონში ნაჩვენები თამაში.
კელოკი და ბარკლი იმიტომ გავანთავისუფლეთ კლუბიდან, რომ მათ მცირე ტრავმები აწუხებთ და გვინდა, საშუალება მივცეთ ბოლომდე გამოჯანმრთელდნენ.
რაც შეეხება 21 წლის მეორეხაზელ რიჩი გრეის, მან შარშანდელ სეზონთან შედარებით, წლულს მოედანზე ორჯერ უფრო მეტი დრო გაატარა, ამიტომ აუცილებლად უნდა დაისვენოს. თანაც მისი იმედი არა მარტო წლევანდელ მსოფლიო თასზე გვაქვს. რიჩის შეუძლია შოტლანდიის ნაკრების ლიდერი კიდევ რამდენიმე წელიწადი იყოს.
როს ფორდს და ალენ ჯეიკობსენსაც საკმაოდ გადატვირთული სამი სეზონი ჰქონდათ. ფორდმა 2009 წელს "ბრიტანელი ლომების" სამხრეთულ ტურნეშიც ითამაშა. ისინი გადაღლილები არიან და, ვფიქრობ, მათთვის სასრგებლო იქნება სული მოითქვან. ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის გამო კლუბები ზარალდებიან, მაგრამ ეროვნული ნაკრები ხომ უპირველესია" - თაქვა ენდი რობინსონმა


ზე რაგბი
ინტრიგა, სტორმერზი-რედსი
ზე რაგბის გათამაშებაში მე-7 ტური სიდნეიში, "ვორათაზისა" და ჰემილთონის "ჩიფსის" მატჩით გაიხსნება. მასპინძლები A ჯგუფში 18 ქულით მეორე ადგილზე არიან. დღევანდელ მატჩში, ტრავმის მოშუშების შემდეგ, მათ რიგებს დაუბრუნდებიან ბერიკ ბარნსი და კინ დუგლასი. კვლავ საუკეთესო ფორმაშია შერკინების კვაჭი ტატაფი პოლოტა-ნაუ. უკანა ხაზში ბენ რობინსონის დაბრუნების შემდეგ მგეზავად ისევ ქართლი ბეილი ითამაშებს.
სიდნეელებთან შედარებით უარესი სატურნირო მდგოამრეობა აქვს "ჩიფსს", რომელიც B ჯგუფში 11 ქულით ბოლო ადგიზლეა. ჰემილთონელებს "ვორათაზთან" მატჩში ლეგენდარული შუამარბი ტანა უმაგა დააკლდებათ.
planetrugby-ს პროგნოზით, სიდნეელები მინიმუმ შვიდი ქულით მოიგებენ.
საკმაოდ საინტერსო ბრძოლაა მოსალოდნელი დღის მეორე მატჩში, სადაც დანიდინის "ჰაილენდერზი" შინ კანბერას "ბრამბიზს" ეთამაშება. ავსტრალიური გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენლობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, დანიდინში მაინც მეორე ნომრად ჩადის.
planetrugby-ს მიაჩნია, რომ მასპინძლები მინიმუმ ათი ქულით მოიგებენ.
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი კეიპთაუნში გაიმართება, სადაც C ჯგუფის ლიდერი "სტორმერზი" A ჯგუფის ლიდერ ბრისბენის "რედსს" უმასპინძლებს. "წითლები" წლეულს შესანიშნავად თამაშობენ და ამიტომ ამ შეხვედრის პროგნოზირებისგან ყველა თავს იკავებს.
A ჯგუფი
ვორათაზი-ჩიფსი, ფორსი-მელბურნ რებლზი
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 22 ქულა, 2. ვორათაზი - 18, 3. ბრამბიზი - 12, 4. ფორსი - 11, 5. მელბურნ რებლზი - 11
B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ბრამბიზი, ბლუზი-ჩიტაზი, ჰარიკენზი-ბლუ ბულზი
1. კრუსეიდერზი - 22 ქულა, 2. ბლუზი - 20, 3. ჰაილენდერზი - 17, 4. ჰარიკენზი - 12, 5. ჩიფსი - 11.
C ჯგუფი
სტორმერზი-რედსი, ნატალ შარქსი-ლაიონზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 25 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 20, 3. ბლუ ბულზი - 17, 4. ლაიონზი - 8, 5. ჩიტაზი - 7









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული