სიპრიანი "ტულონს" დაეხმარება

AutoSharing Option
ინგლისური სპორტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მულტი მილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ზე რაგბის ახალი გუნდის, "მელბურნ რებლზის" ინგლისელ მგეზავ დენი სიპრიანისთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

23 წლის ინგლისელი ევროპაში შესაძლოა დროებით დაბრუნდეს, ანუ ის "ტულონს" მხოლოდ იმ პერიოდში დაეხმარება, როცა ძირითადი მგეზავი ჯონი ვილკინსონი ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასზე იასპარეზებს. მსოფლიოს თასზე ითამაშებს ასევე ტულონელთა ახალი შენაძენი მეთ გიტო, არგენტინელი ფელიპე კონტეპომი კი "სტად ფრანსეში" გადასვლას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული