შოტლანდიელთა თავკაცმა გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა ოთხი ახალბედა, რობერტ ჰარლი, რაიან გრანტი, დევიდ დენტონი და ჯეკ კათბერტი, რომლებმაც თავი "მაგნერს ლიგის" გათამაშების ბოლო ტურებში დადებითად წარმოაჩინეს.
"გუნდით კმაყოფილი ვარ. შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეების შესანიშნავი ნაზავია.
შოტლანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ყველა გათამაშებაში შეძლო მეოთხედფინალში გასვლა. ჩვენი პროგრამა მინიმუმიც ეს არის. მერე კი ვნახოთ.
მსოფლიო თასისთვის სამზადის ივნისის ბოლოსთვის დავიწყებთ. კარგად გვესმის, რომ მოთამაშეები სხვა და სხვა ფიზიკურ კონდიციეში იქნებიან. ამიტომ, თავდაპირველად თითოეულ მათგანთან ინდივიდუალრად ვიმუშავებთ." - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.
შოტლანდიის ნაკრები
უკანა ხაზი: ჯო ენსბრო (ნორსჰემპთონი), მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, ნიკ დე ლუკა, გრეგ ლაიდლოუ, კრის პატერსონი (ყველა-ედინბურგი), კრის კასიტერი, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრემ მორისონი (სამივე-გლაზგო), ჯეკ კათბერტი (ბასი), საიმონ დენიელი (ალსტერი), რორი ლამონტი (ტულონი), შონ ლამონტი (ჰლანეჰლი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), დენ პარქსი (კარდიფი), ჰუგო საუთვილი (სტად ფრანსე), ნიკი ვოლკერი (ოსფრიზი).
უკანა ხაზი: ჯონ ბარკლი, ჯონ ბითი, რეი გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰარლი, ალისტერ კელოკი, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი, მურეი ლოუ (ყველა-გლაზგო), კელი ბრაუნი (სარასენზი), გოფ კროსი, დევიდ დენტონი, როს ფორდი, ალენ იაკობსენის, როს რენი (ყველა-ედინბურგი), ალასდაირ დიკინსონი, ჯიმი ჰემილთონი, სკოტ ლაუსონი, ალასდაირ სტროკოში (ოთხივე-გლოსტერი), ევან მურეი (ნიუკასლი), ნათან ჰაინსი (ლენსტერი).