საფრანგეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდენენ ისეთი ცნობილი და ძალზედ გამოცდილი მორაგბეები, როგორებიც სებასტიან შაბალი, იანიკ ჟოზიონი და კლემან პუატრენო არიან. სამაგიეროდ ლივერმონმა შანსი მისცა ორ ტრამვირებულ მორაგბეს, ტომა დომინგოს და ორელიან რუჟერის. თუ ისინი გამოჯანმრთელებას მოასწრებენ, ადვილი შესაძლებელია ახალ ზელანდიაში იახლოს.
გამოძახებულთა შორის ერთი დებიუტანტიცაა - ბასკური "ბიარიცის" მესამეხაზხელი რაფაელ ლაკაფი.
სებასტიან შაბალის ნაკრების მიღმა დატოვებას მიმომხილველები მის მიერ ახლახან ფრანგი მსაჯების საჯარო ლანძღვას უკავშირებენ, რასაც ლივერმონი კატეგორიულად უარყოფს.
"სებასტიანს ველაპარაკე, ავუხსენი, რომ ის ეროვნულ გუნდში სპორტული მაჩვენებლების გამო ვერ ხვდება. ექვსი ერის გათამაშებაში მას შანსი ბევრჯერ მივეცი, მაგრამ ახლა მირჩევნია, ახალ ზელანდიაში ახალგაზრდა, მზარდი მესამეხაზელები ლუი პიკამოლი და რაფაელ ლაკაფია წავიყვანო" - თქვა მარკ ლივერმონმა.
საფრანგეთის ნაკრები:
პირველი ხაზი: ვილიამ სერვა, ჟან-ბატისტ პუ (ორივე-ტულუზი), დიმიტრი სარჟევსკი (სტად ფრანსე), ფაბიენ ბარსელა, სილვენ მარკონე (ორივე-ბიარიცი), ტომასდ დომინგო (კლერმონი), , ლუკ დუკალკონი (კასტრი), ნიკოლა მასი (პერპინიანი).
მეორე ხაზი: პასკალ პაპე (სტად ფრანსე), ჟულიენ პიერი (კლერმონი), რომენ მიო-შლუსკი (ტულუზი), ლიონელ ნალე (მეტრო რასინგი).
მესამე ხაზი: ჟულიენ ბონერი (კლერმონი), იმანოლ არინორდოკი, რაფაელ ლაკაფია (ბიარიცი) ტიერი დუსოტუარი, ლუი პიკამოლი (ორივე-ტულუზი), ფულენსი უოდრაოგო (მონპელიე).
#9: მორგან პარა (კლერმონი), დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი)
#10: დევიდ სკრელა (ტულუზი), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე)
#12-13: ფაბრის ესტებანესი (ბრივი), მაქსიმ მერმოსი, დავიდ მარტი (ორივე-პერპინიანი), ორელიან რუჟერი (კლერმონი)
#11-14: ალექსის პალისონი (ბრივი), ვინსენ კლერი (ტულუზი), იოან უგე (ბაიონი), დამიენ ტრაი (ბიარიცი)
#15: მაქსიმ მედარი (ტულუზი), სედრიკ ეიმანსი (ტულუზი)
რაგბიზე წერთ და ვალდებული ხართ
სპორტის ეს სახეობა კარგად იცოდეთ.
იაშვილი 2003 წლის მსოფლიოს თასზე
თამაშობდა.