თუ სამფეროვნები მეოთხედფინალში გამოეთიშებიან გათამაშებას ჯილდოდ 60 ათას ევრო იქნება. ოთხეულში შესვლის შემთხვევაში თანხა 100 ათას ევრომდე გაიზრდება. ხოლო ფინალში წაგება 140 ათასი ევროთი შეფასდება.
საფრანგეთის რაგბის ფედერაცია, ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც გუნდისთვის პრემიალური თანხა დააწესა.
ისევ
პარიზული "მეტრო რასინგის" მესამეხაზელი სებასტიან შაბალი ბოლო დღეებში ფრანგული სპორტული მედიისთვის ყველაზე აქტუალური თემაა. ექსტრავაგანტული გარეგნობის ფრანგი მორაგბე ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში არ შეიყვანა. ამას, ცხადია, ფრანგული რაგბის თემში სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რეაქცია მოჰყვა.
თავად შაბალი მომხდარში მხოლოდ საკუთარ თავს და უიღბლობას ადანაშაულებს.
"შარშანდელი სეზონი შესანიშნავად ჩავატარე. წლეულს კი ტრავმებმა დამტანჯეს. ექვსი ერის გათამაშების დაწყებამდე ორი თვე გამიცდა და ფორმის აღდგენა ვერ მოვასწარი. ეს კი ნაკრებში ადგილის დაკარგვად დამიჯდა", - თქვა სებასტიანმა გუშინ პრესკონფერენციაზე.
საკუთარ თავს ადანაშაულებს მომხდარში მარკ ლივერმონიც:
"შესაძლოა, შაბალი ჩემს შეცდომას შეეწირა. ექვსი ერის გათამაშებაში არ უნდა მეთმაშებინა. ის ჯერ კიდევ არ იყო შესული სათანადო ფორმაში. არადა, ვფიქრობდი, რომ შანსს ვაძლევდი თავისი შესაძლებლობები წარმოეჩინა. ეს ვერ შეძლო და, სამწუხაროდ, ვაღარ ვენდობი".
სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს საფარნგეთის ნაკრების ყოფილ და "მეტრო რასინგის" ამჟამინდელ მწვრთნელ პიერ ბერბიზიეს.
"არ მესმის როგორ შეიძლება სებასტიან შაბალს რაფაელ ლაკაფია ან თუნდაც ლუი პიკამოლი ამჯობინო. შარშან შემოდგომაზე სებასტინი უკონკურენტო იყო. მის ადგილზე სხვა მოთამაშის წარმოდგენაც არ შეიძლებოდა.