მაურო ბერგამასკო ბრუნდება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. "სკუადრა აძურას" სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა ის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 24 მაისიდან სამდღიან შეკრებას გაივლის ჩეზანაში.

იტალიის ამ ფორმაციის ნაკრებში ძირითადად ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები არიან მიწვეული. მათი უმრავლესობა ივნისში, იტალიის A ნაკრების შემადგენლობაში "ჩერჩილის თასის" გათამაშებაში იასპარეზებს. სწორედ ამის მერე გადაწყვიტავს მალეტი, მათგან რომელი იახლოს ახალ ზელანდიაში.

ლეგიონერთაგან საწვრთნელ შეკრებაში ჩაერთვება "სტად ფრანსეს" მესამეხაზელი მაურო ბერგამასკო, რომელსაც ტრავმის გამო წლევანდელი ექვსი ერის გათამაშება გაუცდა.

იტალიის ნაკრები
შერკინება: ლორენცო ჩიტადინი, ლეონარდო
ჯილარდინი, ვალერიო ბერნაბო , ცორნი ფან ზილი, რობერტ ბარბიერი, პაულ დერბიშირი, მანოა ვოსავაი, ალესანდრე ძანი (ყველა-ბენეტონი), ალბერტო დე მარკი, სალვატორე პერუჯინი, ფაბიო ონგარო, ჯოშუა ფურნო, ქვენტინ გელდენჰაუზი (ყველა-აირონი), ტომაზო დაპისე (რომა), მაურო ბერგამასკო (სტად ფრანსე).

უკანა ხაზი: პაბლო კანავოზიო, რიკარდო ბოჩინო, ჯილბერტო პავანი, მატეო პრატიკეტი, ჯულიო ტონიოლატი (ყველა-აირონი), ფაბიო სემენცატო, ტომაზო ბენვენუტი, გონსალო გარსია, ლუკე მაკლინი, ანდრეა პრატიკეტი, მიქელე სეპე, ალბერტო სგარბი (ყველა-ბენეტონი), დურანდ გერბერი, რუჯერო ტრევიზანი (ორივე-პარმა), დენის მაისტეროვიჩი (პრატო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული