პოლკოვნიკმა მოსეზე ტიკიოტოგიმ, რომელიც ფიჯის რაგბის კავშირის ხელმძღვანელია კითხვით მიმართა ახალი ზელანდიის ხელისუფლებას, თუნდაც მსოფლიოს თასის მსვლელობის დროს მოიხსენება თუ არა ემბარგო. რაზეც ახალზელანდიელთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მურეი მაკლინმა გაბრაზებით უპასუხა:
"გაოცებული ვარ, რატომ ფიქრობენ ისინი, რომ ვალდებულნი ვართ უფრო ნათლად განვმარტოთ, ვიდრე უკვე ვთქვით. თუ თქვენ ფიჯის შეარაღებულ ძალებში მსახურობთ,
ძნელი სათქმელია, ფიჯის ნაკრების რამდენ მოთამაშეს შეეხება ეს აკრძალვა. ტიკიოტოგამ თქვა, რომ სამართალს რაგბის საერთაშორისო საბჭოში მოძებნის.
"ჩვენ აუცილებლად მივმართავთ დახმარებისთვის IRB-ს. შესაძლოა, მათ ალბათ ჰქონდათ უკვე საუბარი ამ თემაზე ჩვენს ახალზელანდიელ კოლეგებთან. თუ ეს ასეა, ძალზედ სამწუხაროა. მაგრამ, ჩვენ მაინც რაგბის საერთაშორისო საბჭოს ბოლო სიტყვას დაველოდებით. ვეცდებით, მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ფიჯის ყველა უძლიერესი მორაგბე გავაგზავნოთ."