აურზაური არაფრის გამო

AutoSharing Option
2019 წელს მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძელი იაპონიაა. რაგბის საერთაშორისო საბჭომ ეს უფლება მას შარშან მიანიჭა. იაპონელებმა მაშინ რამდენიმე თამაშის გამართვა ჰონ კონგსა და სინგაპურს დაუთმეს.

ახლახანს, იაპონიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა იოსირო მორიმ თქვა, რომ: "ჰონ კონგმა და სინგაპურმა უარი თქვეს მატჩების გამართვაზე. ამიტომ იაპონია ტურნირს დამოუკიდებლად ჩაატარებს".

მაგრამ, ორივე ქალაქის წარმომადგენლებმა უარყვეს მორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

"ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მსოფლიო თასის მატჩების გამართვაზე უარს ვამბობთ. ეს უბრალოდ, გაუგებრობაა. უფრო მეტიც, რამდენიმე ფანატიკოსი რეპორტიორის თვითშემოქმედებას გავს. ან უბრალოდ მათ ვერ
გაიგეს და ჩვენი სიტყვები არასწორად თარგმნეს. ასე რომ, ჩვენ ისევ საქმეში ვართ და მსოფლიო თასის თამაშებს აუცილებლად ვუმასპინძლებთ" - თქვა სინგაპურის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ტეო პინგმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული