ჯვაროსნები დანის ქვეშ

AutoSharing Option
ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და ახალი ზელანდიის ნაკრების 22 წლის ფულბეკმა იზრაელ დაგმა ზე რაგბის გათამაშების შეხვედრაში, რომელშიც მისმა გუნდმა C ჯგუფის ლიდერი, კეიპთაუნის "სტორმერზი" დაამარცხა, სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ის, შესაძლოა მსოფლიო თასის გათამაშებას დააკლდეს.

დაგმა "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში შარშან ექვსი კეპი მოიხვეჭა, თუმცა წლის ბოლოს, ტრავმის გამო ნოემბრის ტესტებზე ვეღარ ითამაშა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ოპერაციის გაკეთება აუცილებელია, რის შემდეგაც რეაბილიტაციისთვის სამი თვე დასჭირდება.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული ახალზელანდიელი მაინც იმედიანა
დაა.

"ყველაფერს ვიღონებ, რომ რეაბილიტაციის პერიოდში ინსტრუქცია მაქსიმალურად დავიცვა და მოედანზე დაბრუნება დროულად შევძლო. ვფიქრობ, ფორმას მალე აღვიდგენ და მსოფლიო თასზე თამაშსაც შევძლებ" - იმედოვნებს იზრაელ დაგი.

აღსანიშნავია, რომ ის "კრუსეიდერზის" ერთადერთი მორაგბე არ არის, რომელიც ქირურგიულ ოპერაციას ელოდება. თუ ადამ ვაითლოქმა ორიოდ დღის წინ უკვე გადაიტანა საკმაოდ მძიმე ოპერაცია, გარემარბი შონ მეითლენდი დანის ქვეშ ხვალ უნდა დაწვეს. "კრუსეიდერზის" ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ დაშავებული მორაგბეები, მაქსიმუმ ოთხ თვეში დაბრუნდებიან მწყობრში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული