საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" შერკინების ბურჯის დავით ზირაქაშვილის თანაგუნდელი, მეორეხაზელი ჯიმი კუდმორი ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. სკანდალურად ცნობილ კანადელს ეროვნულ გუნდში 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ აღარ უთამაშია. მან შარშან საქართველოს ნაკრებთან "ნეკერჩხლის ფოთლების" შემადგენლობაში თამაშის შანსი უდისციპლინობის გამო გაუშვა. ჯიმიმ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში მეტოქეს განზრახ ბინძურად ეთამაშა და ამისთვის ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
კუდმორი კანადის ნაკრებში, ივნისში გასამართი "ჩერჩილის თასის" გათამაშებაში საასპარეზოდ იხმეს.
კანადის ნაკრები
შერკინება: პეტ რიორდანი, რაიან ჰამილთონი, სკოტ ფრანკლინი, იუბერ ბუდენსი, ანდრეი ტიდმანი, ჯეისონ მარშალი,
ტომ დოლეზელი, ჰოსტონ ტეილორი, ბრაიან ერიკსენი, ჯიმი კუდმორი, შონ მაიკლ სტივენი, ჯებ სინკლერი, ჩონსი ოტული, აარონ კარპენტერი.
უკანა ხაზი: შონ ვაითი, ედ ფერხერსტი, ნათან ჰარაიამა, ანდერ მონრო, რაიან სმიტი, კონორ ტრეინორი, ფილ მაკკენზი, ჯასტინ მენსა-კოკერი, კირან ჰერნი, ჯეიმზ პრიჩარდი.