მაგრამ, გოროგძე გამონაკლისი არ გახლავთ. მართალია, ის საკმაოდ ხშირად ჩხუბობს, მაგრამ ბინძურად არასდროს უთამაშია და არც არასდროს ყოფილა მუშტიკრივის ინიციატორი. რასაც ვერაფრით ვიტყვით საკმაოდ ბევრ, არანაკლებ ცნობილ მორაგბეებზე.
უხეში, ბინძური თამაშით ცნობილი იყო ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი
კიდევ ერთი ცნობილი, საკმაოდ უცნაური მორაგბე კანადელი ჯიმი კუდმორია. მას ბინძური თამაში სისხლში აქვს გამჯდარი. ის ფრანგული "კლერმონის" ღირსებას იცავს და ამ გუნდის მეტოქეები ოცნებობენ, რომ ჯიმი ძირითად შემადენლობაში იყოს. ამით ისინი ხეირს ელოდებიან, კუდმორი ან ხშირად ჯარიმდება ანაც ერთ ისეთს მოიმოქმედებს, რომ გუნდს კაცნაკლულს დატოვებს.
ყველაზე ცნობილი სამარცხვინო ფაქტი 2001 წელს "ვორათაზისა" და "ბრიტანელი ლომების" დაპირისპირებისას მოხდა. ავსტრალიელემა ფულბეკმა დანკან მაკრიმ სტუმართა გუნდის მგეზავი რონან ოგარა წაქცეული მოიხელთა და სახეში იმდენი ურტყა, სანამ სისიხლი არ ადინა. ცხადია, არბიტრმა ავსტრალიელ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა. მაკრის ამ ინციდენტის გამო შვიდკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ეს წყვილი ერთმანეთის სამი წლის შემდეგ ისევ შეხვდა მოედანზე "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ერთ-ერთ მატჩში.
"მისი დანახვაც არ მსურს. არ მგონია ბოდიში მომიხადოს, მაგრამ თუ მოვა და ხელს გამომიწვდის, მე საწინააღმდეგო არაფერი მექნება" - თქვა მაშინ ოგარამ. მაკრის ბოდიში არ მოუხდია.