მაკქოუმ ხელი ოთხწლიანს მოაწერა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა რიჩი მაკქოუმ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან ახალი ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. რიჩი, დენ კარტერის შემდეგ, მეორე დიდი ახალზელანდიელი მორაგბეა, ვინც თავისი მომავალი კარიერა "ოლ ბლექსს" დაუკავშირა.

კონტრაქტით გათვალისწინებულია ასევე მაკქოუსთვის მოკლევადიანი, ეგრეთწოდებული შვებულების, ანუ საზღვარგარეთულ კლუბში თამაშის უფლების მიცემა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ სანამ ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშის საშუალება მაქვს, უცხოეთში არასდროს წავალ. ძალიან მინდა "ოლ ბლექსში" ვითამაშო, როგორც მოთამაშეს, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა შემიძლია." - თქვა რიჩი მაკქუომ.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ამ ფაქტმა,
ცხადია, ძალიან გაახარა:

" მაკქოუ ჩვენი ნაკრების სული და გულია. ის "ოლ ბლექსის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კაპიტანია. მას შეუძლია ახალი ზელანდიის ნაკრებს მომავალ ოთხ წელიწადში მდგრადი საფუძველი ჩაუყაროს" - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული