მსოფლიო თასს სმილენიუმიც უმასპინძლებს

AutoSharing Option
უელსის დედაქალაქ კარდიფში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარაგბო სტადიონი "მილენიუმი", რომელიც 74 500 მაყურებელს იტევს, 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშების მატჩებს უმასპინძლებს.

" მილენიუმი ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სარაგბო კერაა მსოფლიოში. აქ უამრავი უმაღლესი რანგის რაგბობა გამართულა, მათ შორის 1999 და 2007 წლის მსოფლიო თასის გათამაშების მატჩები. ამასთან მას შესანიშნავი ტევადობა აქვს და ინფრასტრუქტურაც ბრწყინვალედაა აწყობილი" - თქვა რაგბის სერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

"ჩვენი მიზანია ისეთი ტურნირი მოვაწყოთ, რომლის ბადალიც მანამდე არ ყოფილა. საამისოდ, ცხადია, ყველაზე მთავარია გუნდებს კარგ
სტადიონებზე ვუმასპინძლოთ. ვფიქრობ, "მილენიუმი" ერთ-ერთი საუკეთესო არენაა მსოფლიოში და მოხარულნი ვართ, რომ ინგლისში გასამართ მსოფლიო თასს ეს სტადიონიც უმასპინძლებს" - თქვა ინგლისის რაგბის კავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული