ნარშავებს ფერგიუს თომსონი დააკლდებათ

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მოსფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს ჯგუფურ ტურნირზე, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს შერკინების კვაჭი ფერგიუს თომსონი დააკლდება.

ნარშავები მსოფლიო თასისთვის მზადებას ივნისის ბოლოს დაიწყებენ. თომსონი, ინგლისელი მწვრთნელის ენდი რობისნონის გუნდისთვის პირველი დიდი დანაკლისია. მას მხარის ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და საოპერაციო შეიქნა. ექიმების ვერდიქტით, მას გამოსაჯანმრთელებლად ექვსი თვე დასჭირდება.

"განადგურებული ვარ. ტრავმამ სრულიად მოულოდნელად შემაწუხა. სამწუხაროა, მაგრამ ახალ ზელანდიაში გამგზავრებას ვერ შევძლებ. ახლა მთელი კონცენტრაცია ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე უნდა გადავიტანო, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ კლუბის ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი" -
თქვა თომსონმა.

ფერგიუსის ნაცვლად რობინსონი ჯერჯერობით არავის მიწვევას აპირებს, რადგან მის განკარგულებაში ჯერ კიდევ არიან დაგ ჰალი, როს ფორდი და სკოტ ლაუსონი.

შოტლანდიის ნაკრები
შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბითი, რეი გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰარლი, ალისტერ კელოკი, რიჩი ვერნონი, მურეი ლოუ (ყველა-გლაზგო), კელი ბრაუნი (სარასენზი), გოფ კროსი, დევიდ დენტონი, როს ფორდი, ალენ იაკობსენის, როს რენი (ყველა-ედინბურგი), ალასდაირ დიკინსონი, ჯიმი ჰემილთონი, სკოტ ლაუსონი, ალასდაირ სტროკოში (ოთხივე-გლოსტერი), ევან მურეი (ნიუკასლი), ნათან ჰაინსი (ლენსტერი).

უკანა ხაზი: ჯო ენსბრო (ნორსჰემპთონი), მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, ნიკ დე ლუკა, გრეგ ლაიდლოუ, კრის პატერსონი (ყველა-ედინბურგი), კრის კასიტერი, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრემ მორისონი (სამივე-გლაზგო), ჯეკ კათბერტი (ბასი), საიმონ დენიელი (ალსტერი), რორი ლამონტი (ტულონი), შონ ლამონტი (ჰლანეჰლი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), დენ პარქსი (კარდიფი), ჰუგო საუთვილი (სტად ფრანსე), ნიკი ვოლკერი (ოსფრიზი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული