შეგახსნებთ, რომ რიჩარდ პარქსმა რაგბის თამაშს მძიმე ტრვმის გამო თავი ორი წლის წინათ დაანება. მას საკამოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა "ლიდსში", "პერპინიანში", და "ნიუპორტში" თამაშისას. რაგბიდან წასვლის შემდეგ კი მიზნად დაისახა შვიდი თვის განმავლობაში დლაშქროს მსოფლიოს ყველაზე მაღალი
ევერესტი პარქსის "კოლექციაში" მეხუთე მწვერვალია, ამასთან მან უკვე დალაშქრა ორივე პოლუსი. მიზნის მისაღწევად და რეკორდის დასამყარებლად "თავზეხელაღებულ" უელსელს ორი მწვერვალის იალბუზის (რუსეთი) და დელანის (ალიასკა) დაპყრობაღა სჭირდება.
ევერესტიდან უკან დაბრუნებულ პარქსს ცრემლები წასკდა:
"შეუძლებელია ემოცია სიტყვებით გადმოგცეთ. ეს ყველაზე საოცარი გრძნობაა, რაც კი ოდესმე განმიციდია. ირგვლივ ულამაზესი ხედებია, მთები, ღრუბლები - ეს თვალითუხილავი სილამაზეა" - თქვა მან.
"ვულოცავ რიჩარდს ამ ისტორიულ მიღწევას. ის ურჩად მიიწევს წინ მიზნისკენ და და, რწმუნებული ვარ, თავისას მიაღწევს, რაშიც ძალიან ბევრს ეჭვი ეპარებოდა. მან დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს"- თქვა უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დევიდ პიკერინგმა.
" რიჩარდის მიერ ევერესტის დაპყრობა უკვე გმირობაა. ის, რაც ბოლო თვეებში ამ ადამიანმა გააკეთა, უკვე სასწაულია. მისით ყველანი ამაყნი ვართ. მან გვანახა, რომ არამარტო შესანიშნავი მორაგბე, არამედ ბრწყინვალე ადამიანია.
ახლა მხოლოდ იმას ვუსუსრვებ, რომ დარჩენილი ორი მწვერვალიდან უვნებელი დაბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, რიჩარდ პარქსი მიზანს აუცილებლად მიაღწევს" - თქვა უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა როჯერ ლუისმა.