არგენტინა ყველას ემუქრება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე სამ თვეზე მეტია დარჩენილი, არგენტინის ნაკრების მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მომავალ ბატალიებთან დაკავშირებით.

"პუმები" პირველ მატჩს 10 სექტემბერს დანიდინში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ და 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებულების დამარცხებას გეგმავენ.

"ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩზე, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან გავმართავთ. არგგენტინის ნაკრების მოთამაშეთა ყველა ფიქრი ინგლისის ნაკრებთან პირველ შეხევდრაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. თუ "პუმებთან" კარგად ვითამაშებთ, ვფიქრობ, ჯგუფურ ტურნირში მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება." - თქვა
არგენტინელთა პირველხაზელმა როდრიგო რონსერომ.

კიდევ უფრო შორს წავიდა "პუმების" კაპიტანი, მგეზავი ფელიპე კონტეპომი:
"დარწმუნებული ვარ, რომ თუ კარგად მოვემზადებით, შეგვიძლია ინგლისის ნაკრებს მოვუგოთ. "პუმები" და შოტლანდიის ეროვნული გუნდი მსოფლიო რეიტინგში ჩვენზე წინ არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში გასვლის შანსი არ გვაქვს. გარწმუნებთ, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს ვიდრე მათ."

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება უკვე დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა ბუენოს აირესთან ახლოს სარაგბო კლუბ "ბელგრანო ატლეტიკის" ბაზაზე შეკრიბა. ახალზელანდიური ბატალიების დაწყებამდე "პუმები" რამდენიმე საწვრთნელ შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" არგენტინელებს ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში 2 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული