ფიჯიმ 43 მორაგბეს უხმო

AutoSharing Option
ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა სემ დომონიმ ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის 43-კაციანი სია გამოქვეყნა. საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც ერთი კვირის შემდეგ დაიწყება გუნდს კიდევ შვიდი მოთამაშე დაემატება, რომლებსაც ამ დროისთვის ტრავმები აწუხებთ.

საბოლოოდ დომონიმ მსოფლიო თასისთვის 30 მოთამაშე უნდა შეარჩიოს, თუმცა მას ერთი ძალიან სერიოზული პრობლემის გათვალისწინება მოუწევს. ახალი ზელანდიის მთავრობა ფიჯის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო პირები, ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები არიან, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევს. ერთი ხანობა ფიჯელები მსოფლიო თასის ბოიკოტირებას აპირებდნენ, მაგრამ დაარწმუნეს, რომ ეს მათ
კარგას არაფერს მოუტანდა.

ფიჯის ნაკრები
სერემია ბაიკენიკუ, ვიტორია ბუატავა, სირელი ბობო, ლიკენა ბოლაკორო, ტევიტა კავუბატი, ვაისეა დავეტა, ადრიუ დელაი, გრეჰემ დევისი, რავაი ფატიაკი, ვერენიკი გონევა, სეკონაია კალოუ, სუნია კოტო, სისა კოიამაიბოლე, ვამე ლევარავუ, ნიკი ლიტლი, გებრიელ ლოვობალავუ, ვაისალე ლუვენიალი, კემპეს მააფუ, ბენჯამინ მაკუტუ, დიკონ მანუ, ტანიელა მარავუნავასვასა, მასი მატადიგო, ჯოშუა მატავესი, კინი მურიმურვალუ, ტომიკი ნაგუსა, ჯიმილაი ნაიკადავა, ჯონ ნაილიკო, სირელი ნაგელევუკი, აკაპუსი ქერა, სერუ რაბენი, მალაკაი რავოლო, იფერემი რავაკა, სტეფანო სამოსა, ნემია სერელევუ, ნეტანი ტალეი, ტალემაიტოგა ტუაპატი, ვაისალე ვატუკოვა, ვილიამე ვეიკოსო, მალაკაი ვოლაუ, ნაპოლიონი ვონოვალე, ალბერტ ვულივული, დომინიკო ვაკანიბუროტუ, აპისალომე ვაქატაბუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული