A ჯგუფის ლიდერმა და გათამაშების უმთავრესმა ფავორიტმა, ვარსკვლავებით მოჭედილმა ახალი ზელანდიის ნაკრებმა უელსელი თანატოლები დიდი ანგარიშით დაამარცხა - 92:0. უელსელებს მთელი თამაშის განმავლობაში ქულების მოპოვების შანსიც არ ჰქონია. "უმცროსმა ოლ ბელქსმა", რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო ქვეყნის, ახალი ზელანდიის ხვალინდელი დღეა მეტოქეს 14 ლელო გაუტანა, აქედან სამი მესამეხაზელი სემ კენის ანგარიშზეა, ორიც შუამარბმა ლიმა სოპოგამ მიითვალა. მგეზავმა გერეთ ანსკომბმა კი თოთხმეტიდან თერთმეტი გარდასახვა გაიტანა.
ამავე
საკმაოდ უხვლელოიანი გამოდგა B ჯგუფის ლიდერის ავსტრალიის ნაკრების დაპირისპირება ფიჯელ თანატოლებთან. "უმცროსმა ვოლაბებმა" მეტოქე 50:25 დაამარცხეს. მათ კუნძულელებს რვა ლელო გაუტანეს. ფიჯის ნაკრებმა საპასუხოდ, მხოლოდ სამი ლელოს მიითვალა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულეებმა, მარცხის მიუხედავად ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
ავსტრალიელებს ჯგუფში კონკურენციას საფრანგეთის ნაკრები უწევს, რომელმაც ორი თამაშიდან ორივე მოიგო და "ფავვორიტებს" კვალში უდგას. ფრანგებმა მეორე ტურში ტონგას ნაკრები დაამარცხეს 27:14. ბოლო, მესამე ტურში "უმცროსი ლე ბლე" ავსტრალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. სწორედ ამ შხვედრაში გაირკვევა ჯგუფში საუკეთესოს ვინაობა.
საკმაოდ მწვავე ბრძოლა მიმდინარეობს პირველობისთვის C ჯგუფშიც. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მეორე ტურში ირლანდიელ თანატოლებს 42:26 მოუგო. ორი ლელო "უმცროსი ბოკეს"შემადგენლობიდან შუამარბმა ფრანსუა ვენტერმა გაიტანა.
სამხრეთაფრიკელთა მსგავსად ორიდან ორი მოგება აქვს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებსაც, რომელმაც მეორე ტურში შოტლანდიის ახალგაზრდული გუნდი დაამარცხა - 39:18.
C ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში, სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებაში გაირკვევა.
მსოფლიოს ჩემპიონატი
II ტური
A ჯგუფი
ახალი ზელანდია-უელსი 92:0, იტალია-არგენტინა 3:27
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 10 ქულა, 2. უელსი - 5, 3. არგენტინა - 4, 4. აიტალია - 0
B ჯგუფი
ავსტრალია-ფიჯი 50:25, საფრანგეთი-ტონგა 27:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 10 ქულა, 2. საფრანგეთი - 9, 3. ფიჯი - 0, 4. ტონგა - 0.
C ჯგუფი
ინგლისი-შოტლანდია 39:18, ირლანდია-სამხრეთ აფრიკა 26:42
სატურნირო მდგომარეობა
1.სამხრეთ აფრიკა - 10 ქულა, 2. ინგლისი - 10, 3. ირლანდია - 0, 4. შოტლანდია - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"