მაქკი წავიდა, ვინ მოვა?

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის შოტლანდიის ბანაკში არეულობაა. ყველასთვის უცნობი მიზეზებით თანამდებობას ტოვებს შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გორდონ მაქკი.

მაქკის თანამდებობიდან წასვლის თუ გადაყენების (გაურკვეველია) შესახებ, ახლახან შოტლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალან მონრომ განაცხადა. ცხადია, ეს უკომენტაროდ არც უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დაუტოვებია.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობა. ექვსი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი გუნდს, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა შოტლანდიური რაგბის განვითარებას. მინდა ამ გუნდის ყველა წევრს დიდი მადლობა გადავუხადო და ჩემი უდიდესი პატივისცემა
დავუდასტურო.

ახლა, ამ გადასახედიდან განვლილ გზას რომ ვუყურებ, უდიდესი სიამაყის გრძნობა მეუფლება. 2005 წელს შოტლანდიური რაგბი კატასტროფის წინაშე იდგა. სწორედ ამ რთულ პერიოდში დავინიშნე აღამსრულებელ დირექტორად. მას შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ და რაგბის მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ბევრად უკეთესი გახდა. ვფიქრობ, დროა, ამჯერად მის შემდგომ განვითარებაზე სხვებმა იზრუნონ. გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე" - თქვა გორდონ მაქკიმ.

საქებარი სიტყვები მაქკის მისამართით არც მონრომ დაიშურა, თუმცა გორდონის თანამდებობიდან წასვლის რეალური მიზეზი არც მის ნაამბობში ჩანს.

"გორდონმა ბევრი და ნაყოფიერად იმუშავა. 2005 წლის შემდეგ ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. რაგბის პოპულარობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ოვალური ბურთით თამაშით სულ უფრო მეტი ადამიანია დაკავებული. ეროვნულმა ნაკრები კი, მსოფლიო რეიტინგში აქამდე მიუღწეველ მეექვსე საფეხურამდე აღზევდა.

2005 წელს შოტლანდიის რაგბის კავშირს გაკოტრება ემუქრებოდა. მაქკიმ შეძლო ფინანსური კრიზისის დაძლევა და საკმაოდ მყარი საფუძველის შექმნა. ის თანამდებობას ამაყი ტოვებს, ვინაიდან, მის შემცვლელს სრულიად გამართულ, ფინანსურად ძლიერ სისტემას ახვედრებს" - თქვა ალან მონრომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული