"პომებმა" "ბოკე" უსაქმოდ დატოვეს

AutoSharing Option
იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა C ჯგუფის გათამაშებაში მოხდა, სადაც ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში სამხრეთ აფრიკელი თანატოლები დაამარცხა 26:20 და ნახევარფინალის მიღმა დატოვა.
იქამდე ორივე გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობდა და მათ შორის დაპირისპირებას უნდა გაერკვია ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 11:11 დასრულდა. "უმცროსმა პომებმა" მეორე ნახევარში იმძლავრეს და ყველასთვის მოულოდნელ გამარჯვებას მიაღიეს.

ამავე ჯგუფში ირალანდიელებმა შოტლანდიის ნაკრები 30:13
დაამარცხეს.

კიდევ ერთი პრინციპული შეხვედრა გაიმართა B ჯგუფში, სადაც ურთიერთობას საფრანგეთისა და ავსტრალიის ახალგაზრდული ნაკრებები არკვევდნენ. ფრანგებმა შესანიშნავად ითამაშეს და საკმაოდ მრისხანე მეტოქე 31:25 დაამარცხეს. წაგების მიუხედავად ავსტრალიელები ნახევარფინალში, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდნენ.

"პატარა ვოლაბების" მეტოქე აქ ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები იქნება, რომელიც ტურნირის მთავარი ფავორიტია. "ოლ ბლექსმა" ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში არგენტინელი თანატოელები დაამარცხა - 48:14. ამავე ჯგუფში უელსელებმა მასპინძლებს დიდი ანგარიშით 56:6 სძლიეს.

A ჯგუფი
იტალია-უელსი 6:56, არგენტინა-ახალი ზელანდია 15:48

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 15 ქულა, 2. უელსი - 10, 3. არგენტინა - 4, 4. იტალია - 0

B ჯგუფი
ფიჯი-ტონგა 36:18, ავსტრალია-საფრანგეთი 25:31

სატურნირო მდგომარეობა
1. საფრანგეთი - 14 ქულა, 2. ავსტრალია - 11, 3. ფიჯი - 5, 4. ტონგა - 0


C ჯგუფი

ინგლისი-სამხრეთ აფრიკა 26:20, ირლანდია-შოტლანდია 30:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 14 ქულა, 2. სამხრეთ აფრიკა - 11, 3. ირანდია - 4, 4. შოტლანდია - 0

IX ადგილისთვის
შოტლანდია-ტონგა, არგენტინა-იტალია

V ადგილისთვის
უელსი-ფიჯი, სამხრეთ აფრიკა-ირლანდია

ნახევარფინალი
ინგლისი-საფრანგეთი, ახალი ზელანდია-ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული