ნაკრებში მიწვეული არ არის საუკეთესო არგენტინელი მორაგბე, პარიზული "მეტრო რასინგის" მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი, რომელმაც წლევანდელი სეზონის მიწურულს მძიმე ტრავმა მიიღო და სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ერნანდესი ექიმების მეთვალყურეობით რეაბილიტაციის პროცესს პარიზში, კლუბის ბაზაზე გაივლის და თუ დროულად გამოჯანმრთელება შეძლო, გამორიცხული არ არის, მსოფლიო თასზეც ითამაშოს.
ფელანმა გუნდის კაპიტნობა ვეტერან მგეზავ ფელიპე კონტეპომის
საქართველოს ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, 2 ოქტომბერს პალმერსთონში დაუპირისპირდება.
არგენტინის ნაკრები:
შერკინება: ხუან ფერნანდეს ლობე, ხუან მანუელ ლეგუზამონი, გენარო ფესია, ლეონარდო სანტორე, ალეხანდრო კამპოსი, ალვარო გალინდო, პატრისიო ალბასეტე, მანუელ კარისა, ხულიო ფერის კაბელო, მარიანო გალარზა, სანტიაგო გუზმანი, ტომას ვალეხო, მარკოს აიერზა, ავგუსტინ კრევი, ხუან ფიგალო, ეუსებიო გუინასუ, ანდრეს ბორდოი, მაქსიმილიანო ბუსტოსი, მარიო ლედესმა, როდრიკო რონსერო, მარტინ სეკელსო.
უკანა ხაზი: მარტინ როდრიგესი, ჰორასიო აგულა, ხუან ხოსე იმჰოფი, გონსალო კამაჩო, ლუკას გონსალესი, ავგუსტინ გოსიო, ლუკას ბორხესი, მარტინ ბუსტოს მოიანო, გაბრიელ აზკარატე, რაფაელ კარბალო, გონსალო ტიესი, სანტიაგო ფერნანდესი, მარსელო ბოში, ფელიპე კონტეპომი, ნიკოლას სანჩესი, ავგუსტინ ფიგუერლოა, ალფრედო ლალანე, ნიკოლას ვერგალო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"