"არწივები" სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან

AutoSharing Option
მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი 50 კაციანი რაზმი დაასახელა ამერიკის შეერთებული შტატების ირლანდიელმა მწვრთნელმა ედი ოსალივანმა. "არწივების" რიგებში ყველა უძლიერესი ამერიკელი მორაგბეა გამოძახებული. მათ შორის არიან ინგლისური "სარასენზის" მოთამაშეები კრის ვაილესი და ჰეიდენ სმითი, ასევე ბასკური ბიარიცის გარემარბი ტეკუ ნგვენია.

აშშ-ს ნაკრებმა ახალახან ინგლისში გამართულ "ჩერჩილის თასზე" იასპარეზა, სადაც ზემოთ ნახსენებ მორაგბეებს არ უთამაშიათ. სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ტურნირზე გუნდს კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. "არწივებმა" ინგლის A და ტონგას ეროვნულ ნაკრებებთან წაგების შემდეგ, რუსეთის ეროვნულ გუნდს სძლიეს, რომელსაც კიდევ ერთხელ ახალ
ზელანდიაში დაუპირისპირდება ჯგუფურ ეტაპზე.

"მსოფლიო თასამდე სამი თვით ადრე შევძელი ნაკრების მოთამაშეების ნაწილი ჩერჩილის თასზე საქმეში მენახა. მაგრამ არიან მორაგბეები, რომლებმაც ამ ტურნირზე თამაში ვერ შეძლეს. წინ საკმაოდ დიდი დრო და სამი საწვრთნელი შეხვედრა გვაქვს გასამართი. იქ გამოჩნდება ვინ იმსახურებს რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების კვართი ეცვას.

ნაკრების 30 კაციანი შემადგენლობას, რომლითაც მსოფლიო თასზე წარვსდგებით 22 აგვისტოს დავასახელებთ." - თქვა ედი ოსალივანმა.

ამერიკელები 6 და 13 აგვისოტოს კანდის ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდებიან კოლორადოსა და ტორონტოში. 20 აგვისტოს კი ტოკიოს ეწვევიან და იაპონიის ეროვნულ გუნდთან სპარინგში მოსინჯავენ ძალებს.

აშშ-ს ნაკრები
შერკინება: ინაკი ბასაური, კრის ბილერი, მარკ ბოხოვენ, რაიან ჩამპი, ტოდ კლევერი, პეტ დანაჰი, კემერონ დოლანი, ერიკ ფრეი, ჯეი ჯეი ჯეჯიანო, მეთ ჰოუკინსი, ნიკ ჯონსონი, ვილ ჯონსონი, ტომ კატზფეი, დენი ლა პრევოტე, სკოტ ლა ვალლა, მაიკ მაკდონალდი, სამუ მანოა, ბრაიან მკკლენანი, მათე მოეაკიოლა, ალეკ პარკერი, შოუნ პიტმანი, ანტონი პურპურა, ჰეიდენ სმითი, ლუის სტანფილი, ფილ თიელი, ჯონ ფან დერ გისენი.

უკანა ხაზი: პაულ ემერიკი, ტაი ენოსა, ტროი ჰალი, კოლინ ჰაველი, ნესე მალიფა, ტაკუ ნგვენია, ფილაუ ნიუა, თრეტონ პალამი, მაიკ პეტრი, ვოლნეი რუსე, ბლაინ სკული, რობი შოუ, ჯუნიორ სიფა, ენდრიუ სუნიულა, როლანდ სუნიულა, შალომ სუნიულა, კევინ სვირინი, ზაკ ტესტი, პიტ ტუილევუკა, სეტა ტუილევუკა, ტიმ უსასზი, კრის ვილესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული