"სკუადრა აძურა" ალპებისკენ დაიძრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად იტალიის ალპებს მიაშურა. "სკუადრა აძურას" სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც სამ ეტაპად წარიმართება 34 მორაგბეს უხმო.

იტალიელები, ცხადია, საწვრთნელ პროცესს სამშობლოში დაასრულებენ და აგვისტოში ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავენ. სრულიად გამოჯანმრთელდა გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა, მესამეხაზელი სერჯო პარისე.

"სკუადრა აძურას" ახალ ზელანდიაში პირველი მეტოქე სერიოზული ჰყავს, ჩ ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის უმთავრესი ფავორიტი ავსტრალიის ნაკრები, რომელსაც 11 სექტემბერს ნორს ჰარბორში დაუპირისპირდება.

იტალიის ნაკრები
შერკინება: ლორენცო ჩიტადინი, ალბერტო დი მარკი, სალვატორე პერუჯინი, ლეონარდო ჯილარდინი, ტომაზო
დაპიკე, ფაბიო ონგარო, ვალერიო ბერნაბო, ჯოშუა ფურნო, ქვენთინ გელდენჰაუზი, კორნელიუს ფან ზილი, რობერტ ბარბიერი, მაურო ბერგამასკო, პოლ დერბიშირი, მანოა ვოსავაი, ალესანდრო ძანი, მარტინ კასტროჯოვანი, ანდრეა ლო ჩიჩერო, მარკო ბორტოლამი, კარლო დელ ფავა, სერჯო პარისე.
უკანა ხაზი: პაბლო კანავოზიო, ფაბიო სემენცატო, რიკარდო ბოჩონო, ტომაზო ბენვენუტი, გონსალო გარსია, ლუკ მაკლინი, ანდრეა პრატიკეტი, მატეო პრატიკეტი, ალბერტო სგარბი, ჯულიო ტონიოლატი, ლუჩანო ორკუერა, ედუარდო გორი, კრისტოფერ ბარტონი, მირკო ბერგამასკო, გონსალო კანალე, ანდრეა მასი,

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული