ჰაერე მაი ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

AutoSharing Option
ახლი ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის ორგანიზატორები მოასპარეზე გუნდებს სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. ახალზელანდიელებმა გადაწყვიტეს თითოეული ქვეყნის ნაკრებს საზეიმო დახვდრა, ანუ "ველქამ ფართი" მოუწყონ.

მსოფლიო თასზე მონაწილე ყველა გუნდი ახალ ზელანდიაში გათამაშების დაწყებამდე რვა-ცხრა დღით ადრე ჩადის და თითქმის ყველას სხვადასხვა დისლოკაციის ადგილი აქვს. მასპინძლებმაც ეს ღონისძიება შესაბამისად დანიშნულების ადგილზე გუნების ჩასვლის მეორე დღისთვის დაგეგმეს.

აი როგორ აღწერს ამ ყოველივე საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი მენეჯერი მიშელ ჰუპერი:

"ის შეიცავს ადგილობრივ კულტურულ ელემენტებს და სხვადახვა რეგიონში განსხვაებული იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრა
მრავალფეროვანი გამოვა, რაც გუნდებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

გუნდის ოცდაათივე მოთამაშე საჩუქრად სპეციალურ კეპს მიიღებს. ყველა შეხვედრაზე ხაზგსმით იქნება გამოკვეთილი მაორების სტუმართმოყვარეობა ანუ მანააკიტანგა, რაც სიტყვასიტყვით სტუმარზე ზრუნვას ნიშნავს. სტუმრებს უჩვენებენ ადგილობრივი ფოლკლორის ნიმუშებს, ცეკვას, სიმღერას. გაუმასპინძლდებიან ეროვნული სამზარეულოთი. ვფიქრობ, მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ჩამოსული მორაგბეები პირველი დღიდანვე დადებითი ემოციებით დაიმუხტებიან, რაც მათ შესანიშნავად ასპარზობას შეუწყობს ხელს, ეს კი იმის გარანტია, რომ ქომაგები უმაღლესი დონის რაგბის ნახავენ."

გუნდების ნაწილს ახალზელანიელი მაორების საკულტო ნაგებობა "მარაეში" უმასპინძლებს. ეს აქაური მაორებისთვის წმინდა ადგილია. აქ იკრიბება ტომის უხუცესთა საბჭო, რომელიც წარმოქმნილ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობს. ყველაფერი კი ბოლოს, ცეკვით, სიმღრითა და ღრეობით მთავრდება. გუნდების ნაწილს კი თანამედროვე "ველქამ ფართი" ელოდებათ, რომელიც ასევე უხვად იქნება გაჯერებული ადგილობრივი კულტურის ელემენტებით.

"მსოფლიოს თასის გათამაშება, მარტო სარაგბო ტურნირი არ არის. ეს იქნება ყოველივე საუკეთესოს დემონსტრირება, რაც ახალ ზელანდიას, მის სტუმართმოყვარე და თბილ ხალხს გააჩნია. გარწმუნებთ, რომ ყველაფაერს გავაკეთებთ, რათა თითოეულმა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში" - თქვა ტურნირის დირექტორმა ქის მაკკონელმა.

საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში, თავისი პირველი დისლოკაციის ადგილზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ ქვინზთაუნში 5 სექტემბერს საღამოს ჩავა. მეორე დღეს კი, ადგილობრივები "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლებენ "სკაილაინზე", ქვინზთაუნთან ახლოს მდებარე ყველაზე მაღალ მთაზე მდებარეობს.
საქართველოს ნაკრები ამ ქალაქში 11 სექტემბრამდე დაჰყოფს და მერე ინვერქარგილში გადაბარგდება, სადაც 14 სექტემბერს, ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული