საფრანგეთში მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმის ბატალიების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება ტელეკომპანია TF1-ს აქვს. აღსანიშნავია, რომ კომენტატორებად და ექსპერტებად ტელევიზიის ხელმძღვანელებმა წარსულში ცნობილი მორაგბეები და ამჟამად მოქმედი უმაღლესი დონის მწვრთნელები მიიწვია.
რაგბის ფრანგ ქომაგებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ახალ ზელანდიაში გამართული შეხვედრების კვალიფიციურ ანალიზს მიიღებენ. ერთი სიტყვით, მატჩებს კომენტარს გაუკეთებენ ტიერი ლაკრუა, ოლივიე მანე, ქსავიე გარბაჟოზა, კრისტიან კალიფანო, პიერ
მათთან ერთად იმუშავებს ფრანგული რაგბის ბოლო წლების ყველაზე ექსტრვაგანტური წარმომადგენელი, მესამეხაზელი სებასტიან შაბალი, რომელიც "ლე ბლეს" სამსოფლიოთასო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგულ რაგბიში გარკვეული, ამ ქვეყნისთვის სასიხარული სიახლეებია. IRB-მ უკანასკნელ კონგრესზე საფრანგეთს 2013 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამართვა მიანდო. ამასთან, ფრანგებს გადაწყვეტილი აქვთ 2023 წლის მსფლიო თასის მასპინძლობის უფელების მოსაპოვებლად იბრძოლონ. საამისოდ საფრანგეთის რაგბის ფედრაცია თავისი სახსრებითა და სპონსორების დახმარებით ახალ სტადიონს აშენებს, რომელიც 80 ათას მაყურებელს დაიტევს. სტადიონის მშენებლობა 2017 წელს უნდა დამთავრდეს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მსოფლიოს თასის გათამაშება ინგლისში გაიმართება, 2019 წელს კი პლანეტის საუკეთესო სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს იაპონია უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"