მიზანი-მესამედ და ზედიზედ მეორედ

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გუნდები დიდი ხანია მზადებას შეუდგნენ, რათა მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმს მაქსიმალურად მობილიზებული და შესატყვის სპორტულ ფორმაში შეხვდნენ. სარაგბო ვებ-გვერდმა planetrugby-მ ახალხან მსოფლიოს მექმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანთან, ჯონ სმიტთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

აქამდე მსოფლიოს თასი რომელიმე გუნდს ზედიზედ ორჯერ არასდროს მოუგია, ამასთან პლანეტაზე არ არსებობის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი. ამ ორივე მიზნის მიღწევის შანსი სწორედ ”ბოკეს" აქვს. სამხრეთაფრიკელები ახალ ზელანდიაში ტიტულის შენარჩუნებას ეცდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს მსოფლიოს თასი
მესამედ მოიპოვონ. თუმცა, თუ ”ბოკეს" უკანასკნელ თამაშებს გავიხსენებთ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. გთავაზობთ ამონარიდს ჯონ სმიტის ინტერვიუდან.

- ”ბოკე" უკანასკნელ წლებში მედიის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. გუნდი თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა, სტაგნაცია განიცადა. არავითარი ინოვაცია თქვენი გუნდის თამაშში არ იგრძნობოდა. რით შეიძლება ავხსნათ ეს?
- ცხადია, კრიტიკას ყოველთვის უნდა ყურადღებით მოეკიდო. თუმცა, ჩვენი გუნდის თამაშს მაშინ აკრიტიკებენ, როცა სხვა გუნდი უკეთ თამაშობს. როგორც უნდა იყოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ, საჭირო იქნება ვითამაშოთ სანახაობრივი რაგბი? – ვითამაშებთ. საჭირო იქნება მხოლოდ შედეგზე თამაში? ეგეც შეგვიძლია.

ინოვაციებზე ყველა მაშინ ლაპარაკობს, როცა ვაგებთ. ცხადია, ჩვენი მიზანიც ისაა, რომ ყველა თამაში მოვიგოთ, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. მერე ნახეთ ახალი ზელანდიის ნაკრები. რა შეიცვალა ამ გუნდის თამაშში? რას აკეთებენ ისინი ახალს? არაფერს. 2010 წლის ”ოლ ბელქსი" ტყუპისცალივით ჰგავს 2011 წლის გუნდს,
უბრალოდ რასაც აკეთებენ, ცდილობენ რაციონალურად, უშეცდომოთ მოახერხონ და შედეგსაც აღწევენ.

- მსოფლიო თასზე და არა მარტო იქ, მატჩის მსვლელობა რაგბიში ბევრადაა დამოკიდებული არბიტრის აზროვნებაზე, უნარზე რამდენად საინტერესოდ შეუძლია წარმართოს შეხვედრა. ჯგუფურ ტურნირზე ”ბოკეს" ოთხივე მატჩს ევროპელი არბიტრები განსჯიან. ეს თქვენ გუნდს პრობლემებს შეუქმნის?
- არ მგონია. ირბ-იმ მსაჯები სკულპულოზურად შეარჩია. ისინი საკმაოდ ცოტანი, ანუ საუკეთესოები არიან. თანაც ყველა მათგანს სამხრეთ ნახავარსფეროში უმსაჯია და გამოცდილებაც საკმარისად დაუგროვდათ. ახალ ზელანდიაში მათ მილიონობით მაყურებელი დააკვირდება და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იღონებენ, რათა თავისი საქმე უზადოდ გააკეთონ. ასე, რომ მსაჯობა პრობლემატური არ იქნება.

- სამხერეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ამას წინათ თქვა, რომ მას თმები გაუთეთრდა ტრავმირებულ მოთამაშეებზე დარდით. თუმცა ამას, მეორე, დადებითი მხარეც აქვს, გამოჯანმრთელების შემდეგ, წლის ბოლოსთვის ისინი დასვენებული და ჯან-ღონით სავსენი იქნებიან. ტრავმამ წლეულს თქვენც შეგაწუხათ. როგორ ფიქრობთ, ამის გამო არასათანადო სათამაშო პრაქტიკა გქავთ?
- არ ვიცი... მწვრთნელს ახლახან ველაპარაკე და მითხრა, რომ წლეულს კარგად ვიმუშავე. მართალია, ბევრი გამიცდა, მაგრამ ბეჯითად ვივარჯიშე და ფორმა აღვიდგინე. ისე, ორი-სამი კვირა იძულებითი დასვენება სასრგებლო გამოდგა. ჩემ ასაკში მუდმივად ტონუსში ყოფნა ცოტა ძნელია.

- ნაკრების მოთამაშეების ნაწილს მსგავსი ფუფუნება არ ჰქონიათ. მაგალითად, ”ბოკეს" ვიცე-კაპიტან ვიქტორ მეტფილდს, რომელსაც ამ სეზონში თამაში არ გამოუტოვებია...
- არა მარტო ამ სეზონში. ვიქტორს ოთხი თუ ხუთი წელიწადია თამაში არ გაუცდენია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამის გამო ის მართლაც არ გამოიყურება სათანადოდ. ცოტა გადაღლილი ჩანს, თუმცა მეტფილდი უმაღლესი დონის პროფესიონალია და ძალიან კარგად იცის, როგორი რეჟიმი უნდა დაიცვას, მსოფლიოს თასისთვის კარგად რომ მოემზადოს. თანაც მას მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე დრო კიდევ აქვს, რომ დაისვენოს.

- თქვენ თქვით, რომ მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე დრო კიდევ აქვს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დე ფილიერსი მოთამაშეების ნაწილს სამი ერის გათამაშებისას დაასვენებს?
- გუნდში იმდენი ტრავმირებულია, რომ არ მგონია დე ფილიერსს მაგის ფუფუნება ჰქონდეს. ვფოქრობ, სამ ერის გათამაშებაში ის მორაგბეები იასპარეზებენ, ვინც იმ დროისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება და მსოფლიოს თასზე გამგზავრების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

სხვაგვარად არც შეიძლება. ჩვენ ამ ტურნირზე ასპარეზობას მსოფლიოს თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ვამთავრებთ. ამ დროს ევროპულ გუნდებს, საშუალება აქვთ ხუთი- ექვსი კვირა ერთად იყვნენ, ივარჯიშონ, საწვრთნელი მატჩები გამართონ და მომავალი ბატალიებისთვის მშვიდად მოემზადონ. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჭკუით უნდა მოვიქცეთ. სამი ერი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად.

- ახალ ზელანდიაში სტუმრად თამაში ძალიან ძნელია. თუმცა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ბოლო წლებში იქ რამდენჯერმე შეძლო "ოლ ბლექსის" დამარცხება. ეს გარკვეულ თავდაჯერებულობას არ გმატებთ?
- სხვა გუნდებთან შედარებით ჩვენ, ცხადია, უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ახალი ზელანდია და ავსტრალია, ფაქტობრივად, ერთმანეთით ვცხოვრობთ, ხშირად ვთამაშობთ და გამოცდილებაც მეტი გვაქვს.

ისე, დაგეთანხმებით, ახალ ზელანიდიაში თამაში მართლაც ძალიან ძნელია. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო, რომ შვიდი კვირის განმავლობაში საუკეთესო ფორმაში დარჩეე.

თუ მოხდა და "ოლ ბლექსს" რომელიმე ეტაპზე გადავეყარეთ, აუცილებლად გავიხსენებთ, იმ მატჩების ემოციებს, როცა მათი დამარცხება შევძელით.

- იდეალური იქნებოდა, თუ ახალ ზელანდიის ნაკრები საერთოდ არ შეგხვდებოდათ...
- რიდესაც პლეი ოფის, ნახევარფინალურ ან ფინალურ თამაშებზე საუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ პირველი მატჩი გვაქვს სათამაშო უელსის ნაკრებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული