გაყიდულია ერთი მილიონი ბილეთი

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების მატჩებზე დასასწრები ბილეთები სულ უფრი ცოტა რჩება. როგორც შეჯიბრების საორგანიზაციო კომოტეტის მიერ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი, უკვე გაყიდულია მილიონზე მეტი ბილეთი, რამაც 268 მილიონი ახალზელანდიური დოლარის მოგება მოიტანა. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა დაგეგმილი შემოსავლის 82 პროცენტი უკვე მიიღეს.

"ეს ფანტასტიკური შედეგია. ბილეთების გაყიდვის ასეთმა ტემპებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალ ზელანდიაში სტუმრობას 100 ქვეყნის 85 ათასი ქომაგი აპირებს. მასპინძლებმა უნდა იჩქარონ და დროულად შეიძინონ ბილეთები, მათი რაოდენობა შეზღუდულია" - თქვა მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა მარტინ
სნედენმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის ბოლო, მესამე ეტაპი ორი კვირის წინათ დაიწყო და ერთბაშად 211 ათასი ბილეთი გაიყიდა. ეს, ცხადია, ამ შეჯიბრების მიმართ გაზრდილ ინტერესზე მეტყველებს. ამას კი ხელს შეუწყობს საორგანიზაციო კომიტეტის სწორად დაგეგმილი პიარ კამპანია და ახალ ზელანდიაში დაწყებული "როუდ შოუ", რომლის დროსაც ვებ ელისის თასს ქალაქიდან-ქალაქში დაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული