ქროულიმ ყველას დაასწრო

AutoSharing Option
კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირლანდიელმა კირან ქროულიმ პირველმა დაასახელა იმ 30 მორაგბის ვინაობა, რომლებიც ახალ ზელანდიაში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

კანადელთა რიგებში 11 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ოთხი წლის წინათ, საფრანგეთში მსოფლო თასზე ითამაშეს. მათ შორის კაპიტანი პეტ რიორდანი, ვიცე -კაპიტანი ანდრე მონრო და ყველაზე გამოცდილი გარემარბი დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე. აღსანიშნავია, რომ "ნეკერჩხლის ფოთლების" შემადგენლობაში კროულიმ მხოლოდ შვიდი ლეგიონერი იხმო, რომლებიც საფრანგეთისა და ინგლისის სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ.

კანადის ნაკრები მსოფლიო თასზე უმძიმეს ჯგუფში მოხვდა ახალი ზელანდიის, საფრანგეთის, იაპონიისა და
ტონგას ნაკრებებთან ერთად.

კანადის ნაკრები
შერკინება: რაიან ჰამილტონი, პეტ რიორდანი, ჰუბერ ბუიდენსი, სკოტ ფრანკლინი, ჯეისონ მარშალი, ენდრიუ ტიდმანი, ფრენკ ვოლში, ჯიმი კუდმორი, ბრაიან ერიქსენი, ტაილერ ჰოტსონი, აარონ კარპენტერი, ნანიაკ დალა, ადამ კლიბერგერი, ჯერემი კაინი, ჩონის ოტული, ჯებ სინკლერი.
უკანა ხაზი: ედ ფაირჰორსტი, ჯიმი მაკკინზი, შონ ვაითი, ნათან ჰირაიამა, ანდერ მონრო, რაიან სმითი, კონორ ტრეინორი, ფილ მაკკენზი, მაიკ სკოლცი, დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, კირან ჰირნი, ტეილორ პარისი, მეთ ევანსი, ჯეიმზ პიტჩარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული