წყნარ ოკეანეში იაპონია დომინირებს

AutoSharing Option
წყნარი ოკეანის ერთა თასის გათამაშება სენსაციურად დასრულდა. ყველასათვის მოულოდნელად პირველობა არავის დაუთმო იაპონიის ნაკრებმა, რომელმაც სამი თამაშიდან ორი მოიგო და წყნარი ოკეანის ერთა თასი მოიპოვა.

ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში გარკვეული არაფერი იყო. ოთხივე გუნდს ორ-ორი შეხვედრიდან თითო გამარჯვება ჰქონდა და, შესაბამისად, ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებდა.

პირველ ტურში ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ფიჯის ნაკრებმა დიდი ანგარიშით 21:45 წააგო ტონგას ეროვნულ გუნდთან, რომელმაც თავის მხრივ, მეორე ტურში, უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 27:28 დათმო იაპონიის ნაკრებთან. იაპონელები პირველ ტურში სამოასთან დამარცხდნენ - 15:34.
რომლებსაც, მერე ფიჯელებმა მოუგეს - 36:18.

ბოლო ტურში იაპონიის ნაკრებმა ფიჯის ნაკრებთან პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით 0:8 დათმო, თუმცა ახალზელანდიელი მწვრთნელის ჯონ ქირვანის სამწყსო მეორე ტაიმში ერთიანად გამოიცვალა. ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაზეც ფიჯელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. შედეგად იაპონიის ნაკრებმა 24:13 მოიგო და სატურნირო ცხრილში ათი ქულა დაუგროვდა.

ამდენივე ქულას მოუყარა თავი ტონგას ნაკრებმაც, რომელმაც ბოლო, მესამე ტურში სამოას ეროვნულ გუნდს სძლია 29:19, თუმცა იაპონიის ნაკრებთან წაგებული ჰქონდა 27:28 და დებულების თანახმად მეორე ადგილს დასჯერდა.

"ფიჯის ნაკრების სათამაშო დისციპლინა აკლდა, რაც ჩვენ კარგად გამოვიყენეთ და მიზანს მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან რთული თამაში გვექნებოდა. პირველი ნახევარი მშრალად წავაგეთ. შესვენებაზე მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ეცადონ ბურთი დიდხანს შეინარჩუნონ, რათა სალელოვე შეტევები უფრო გულდასმით და ნაკლები რისკის გარეშე შეემზადებინათ. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. მე ვამაყობ ჩემი მორაგბეებით" - თქვა მატჩის შემდეგ ჯონ ქირვანმა.

წყნარი ოკეანის ერთა თასი
I ტური
ტონგა-ფიჯი 45:21, იაპონია-სამოა 15:34

II ტური
ტონგა-იაპონია 27:28, სამოა-ფიჯი 18:36

III ტური
ტონგა-სამოა 29:19, იაპონია-ფიჯი 24:13

სატურნირო მდგომარეობა
1. იაპონია - 10, 2. ტონგა - 10, 3. სამოა - 5, 4. ფიჯი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული