სმიტი "სარასენზში" ორი წელი ითამაშებს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი ჯონ სმიტი ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. 33 წლის "ბოკე", რომელმაც ეროვნულ გუნდსი 102 კეპი მოიხვეჭა, ევროპაში გადმობარგდება და ორი წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონის, "სარასენზის" შემადგენლობაში ითამაშებს.

"იმედი მაქვს მსოფლიოს თასზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები წარმატებულად იასპარეზებს და ინგლისში კარგი განწყობით გავემგზავრები. ძალიან მინდა ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი მსოფლიოს თასის ფინალში თამაში იყოს.

"ბოკეში" 11 წელიწადი გავატარე და, ვფირობ, მის აღმასვლაში გარკვეული წვლილი შევიტანე. ახლა მინდა ძალები ევროპაში მოვსინჯო. საბედნიეროდ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს,
თავს შესანიშნავად ვგრძნობ და, ვფიქრობ, "სარასენზს" ჩემპიონის ტიტულის დაცვაში დავეხმარები.

კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ინგლისში რაგბის სრულიად განსხვავებული კულტურაა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა გუნდს შევუერთდები, რათა ამ კულტურას, რაც შეიძლება მალე ვეზიარო", - თქვა ჯონ სმიტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული