ბურჯელალმა ბასტაროს ტანჯვას წერტილი დაუსვა

AutoSharing Option
"სტად ფრანსეს" შუმარბმა მატიო ბასტარომ გასულ სეზონში, კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა და შედეგად საფრანგეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის მიღმა დარჩა. ამის მიზეზი პარიზულ გუნდში შექმნილი ფინანსური კრიზისი და მწვრთნელებთან გაფუჭებული ურთიერთობა იყო.

ბასტარომ, სეზონის დასრულებისთანავე გადაწყვიტა კლუბს გამომშვიდებოდა, მაგრამ ეს ამ დრომდე არ ხერხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ "სტად ფრანსეს" ხელმძღვანელობა მთლიანად შეიცვალა, მას მაინც პრობლემებს უქმნიდნენ.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მორაგბეს დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მულტიმილიონერმა მწვრთნელმა მურად ბურჯელელმა უშველა. მან ბასტაროს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა და ახლახან ხელიც მოუწერა. მატიო ბასტარო წლეულს
მეშვიდე მეგა ვარსკვლავია, რომელიც ტულონელთა რიგებში ჩაირიცხა.

ტულონის ახალწვეულები: მეთ გიტო (ბრამბიზი), ბაკის ბოთა (ბლუ ბულზი), დელონ არმითიჯი (ლონდონ აირიში), ალექსის პალისონი (ბრივი), ჯორჯ სმითი (ბლუზი), იაკო პრეტორიუსი (ლაიონზი), მატიო ბასტარო (სტად ფრანსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული