"ოლ ბლექსი" მხოლოდ რაგბის კვართის ფერი არ არის. ახალი ზელანდიის ნაკრების ასე მონათვლის ისტორია ძველი ამბავია. თუმცა, თავიდან ნაკრების მაისური შავი არ ყოფილა. ახალი ზელანდიის ეროვნილი გუნდი ვერცხლისფერი კვართებით თამაშობდა. 1893 წელს ის მუქი ლურჯი ფორმით შეცვალეს, რომელიც
მაშინ (როცა ის "ოლ ბლექსად" მონათლეს) ახალი ზელანდიის ნაკრებმა შესანიშნავი ტურნე გამართა საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. "ოლ ბლექსმა" 35 თამაშიდან 34 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა საკმაოდ საეჭვო ვითარებაში უელსის ნაკრებთან - 0:3. მათი პირველი გამარჯვება 16 სექტემბერს "ექსეტერ გრაუნდზე" ანგარიშით 55:4 ბრიტანელებისთვის გამაოგნებელი იყო. ახალზელანდიელმა მორაგბეებმა ტურნეზე, ჯამში 976 ქულა მოაგროვეს და მეტოქეებს მხოლოდ 59 დაუთმეს.
ერთი სიტყვით, ამ გუნდს და მისი ფორმის ფერს საუკუნეზე მეტი ხნის ღირსეული ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს რაგბის სამყარო გააოცა ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების განცხადებამ, რომ "პომები" 6 აგვისტოს უელსის ნაკრებთან და 10 სექტემბერს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე, არგენტინის ნაკრებთან მატჩში შავი ფორმებით იასპარეზებენ.
ეს ყველაფერი კი იმის შემდეგ, რაც ინგლისელთა თავკაცმა მარტინ ჯონსონმა ახალი ზელანდია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნატურალუზაციით ზედმეტად გართობის გამო გააკრიტიკა. ისე, ალაბათ, გასაკვარი არ იქნება ინგლისის ნაკრები, მატჩის წინ, მაორების საბრძოლო რიტუალს, ჰაკასაც თუ ჩაატარებს.
სინამდვილეში, საქმე ძალიან მარტივადაა. "პომების" ტექნიკური სპოსნორი საყოველთაოდ ცნობილი სპორტული პროდუქციის მწარმოებელი "ნაიკია", რომლის მარკეტინგის სამსახურშიც გამოცხვა ეს ავად სახსენებელი იდეა. მათი აზრით, "ოლ ბლექსის" ფერებში გადაწყვეტილი ინგლისის ნაკრების მაისური ბევრად უკეთ გაიყიდება, ვიდრე ტრადიციული.
ეს შეიძლება ასეც არის, მაგრამ რა ვუყოთ ელემენტარულ ეთიკას. ეს ხომ დაახლოებით ისეა, ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები ბრაზილიის ეროვნული გუნდის ფერებში რომ გამოაწყო. შვეიცარიაში არის საფეხბურთო კლუბი "ბაზელი", რომელსაც ზუსტად ისეთივე ფორმა აცვია, როგორიც "ბარსელონას", თუმცა ამ გუნდებს შორის მსგავსება ამით მთავრდება.
არადა, ინგლისელებს შეეძლოთ ნებისმეირი სხვა ფერი აეღოთ, რომელიც ამდენ აურზაურს, უფრო მეტიც მათ მიმართ დამცინავ გრიმასას არ გამოიწვევდა. საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების ფერი ლურჯია, უელსის კი წითელი, სამხრეთ აფრიკა და ირალანდია მწვანე კვართებით ასპარეზობდნენ. ინგლისელებს წმინდა გიორგის ჯვრის ფერი, წითელი რომ აერჩიათ უელსელებიც არ განაწყენდებოდნენ და არც ვინმეს ექნებიდა პრეტენზია. ბოლოს და ბოლოს, "პომებს" ერთი ხანობა იასამნის ფერი კვართებიც კი ეცვათ.
ვინმემ შიძლება თქვას, როგორი ფერის კვართებსაც უნდათ ისეთს ჩაიცვამენ, ეს მათი გადასაწყვეტიაო. მართალია, ასეა! მაგრამ აქაც ყველაფერი წესრიგში არ არის. როდესც პრესაში აურზაური ატყდა, ინგლისის რაგბის კავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირიდან ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა მიღეს, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს.
საკითხავი ისღა დარჩა, რომ თუ ფერების არჩევის პრეროგატივა თავიანთი საქმეა, მაშ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს რაღად დაეკითხნენ?
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. "ბორჯღალოსნები" "პომებს" 18 სექტემბერს დანიდინში დაუპირისპირდებიან. ჩვენ წინააღმდეგ ინგლისელები ტრადიციული ფერის კვართებით ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"