იტალია მეოთხედფინალზე ოცნებობს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა გუნდის 30-კაციანი სია გააცხადა, რომლებიც ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ.
მალეტის სიაში მოხვდა იტალიელთა მესამეხაზელი მაურო ბერგამასკო, რომელსაც ტრავმის გამო წელწადზე მეტი გაუცდა. "სკუადარა აძურას" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რვა ნომერი, არგენტინული წარმოშობის მორაგბე სერჯო პარისე უკაპიტნებს.

ყველაზე დიდი პრობლემა მალეტს, რომელსაც მსოფლიოს თასის შემდეგ ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ფრანგული "პერპინიანის" ყოფილი თავკაცი ჟაკ ბრუნელი შეცვლის, უკანან ხაზის მოთამაშეების არჩვისას შეექმნა. ტრავმის გამო ახალ ზელანდიაში ვერ ითამაშებს ძირითადი მგეზავი კრეიგ გროვერი. მალეტმა მის ნაცვლად ლუჩანო ორკუერა
და რიკარდო ბოჩინო აირჩია.

"ვფიქრობ, ორკუერა ამ პოზიციაზე ყველაზე ღირსეული კანდიდატია. საერთო ჯამში, ეს გუნდი, რომელიც მსოფლიოს თასზე იასპარეზებს ოთხი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და დარწმუნებული ვარ, მეოთხედფინალში გასვლას შევძლებთ" - თქვა ნიკ მალეტმა.

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" ჯგუფური ტურნირი არასდროს გადაულახავს. წლეულს საამისოდ მას ავსტრალიის, ირლანდიის, აშშ-სა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

იტალიის ნაკრები 13 აგვისტოს იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამართავს ტესტ მატჩს, ერთი კვირის თავზე კი ედინბურგში, "ბორჯღალოსნების" მეტოქეს, შოტლანდიას დაუპირსპირდება.

იტალიის ნაკრები
შერკინება: მარტინ კასტროჯოვანი, ლორენცო ჩიტადინი, ალესანდრო ლო ჩიჩერო, სალვატორე პერუჯინი, ტომაზო დაპიკე, ლორენცო ჯილარდინი, ფაბიო ონგარო, მარკო ბორტოლამი, კარლო ანტონიო დელ ფავა, ქვენტინ გელდენჰაუზი, კორნელიუს ფან ზილი, რობერტო ბარბიერი, მაურო ბერგამასკო, პაულ დერბიშირი, სერჯო პარისე, ალესანდრო ძანი.
უკანა ხაზი: ტომაზო ბენვენუტი, მირკო ბერგამასკო, გონსალო კანალე, გონსალო გარისა, ანდრეა მასი, ლუკ მაკლინი, მატეო პრატიკეტი, ალბერტო სგარბი, ჯულიო ტონიოლატი, პაბლო კანავოზიო, ედუარდო გორი, ფედერიკო სემენცატო, ლუჩანო ორკუერა, რობერტო ბოჩინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული