"არწივები" ტესტებისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირლანდიელმა ედი ოსალივანმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა ორმოცდახუთი კაციდან ოცდათექვსმეტამდე დაიყვანა.

ამერიკელები აგვისტოში სამ ტესტ მატჩს გამართავენ. ისინი ორჯერ შინ და გარეთ ჯერ კანადელებს დაუპირისპირდებიან, მერე კი ტოკიოში იაპონიის ნაკრებს ეთამაშებიან.

ოსალივანს მსოფლიოს თასზე წამსვლელთა ვინაობის დასახელება ახლავე სურდა, თუმცა რადგან მომავალ ტესტ მატჩებში ადვილი შესაძლებელია ვინმე დაშავდეს, თავის დაზღვევის მიზნით გუნდში ექვსი ზედმეტი მორაგბე დატოვა.

"არწივები" ამჟამად კოლორადოს შტატის ქალაქ გლენდეილში იმყოფებიან, სადაც ორი წლის წინათ საქართველიოს ნაკრებმა "ჩერჩილის თასის" გათამაშებაში იასპარეზა.

ამერიკელებს მსოფლიოს
თასზე დააკლდებათ სამუ მანოა, რომელსაც კლუბთან გაფორმებული პროფესიული კონტრაქტის მიხედვით, უფლება არ აქვს გუნდი დატოვოს და ნაკრებში სათამაშოდ წავიდეს.

"სამუ მანოა პროფესიონალი მორაგბეა და მისი გადასაწყვეტია, ნაკრებში ითამაშებს თუ არა. ცხადია, მისი არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ.
აგვისტოში სამი ტეტსტ მატჩი უნდა გავმართოთ. სადაც კიდევ ერთხელ დავაკვირდებით ცალკეულ მოთამაშეებს. გამორიცხული არ არის ვინმე დაშავდეს კიდეც. ამიტომ, ნაკრების ყველა კანდიდატი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს" - თქვა ედი ოსალივანმა.

აშშ-ს ნაკრები
შერკინება: ინაკი ბასაური, კრის ბილერი, ტოდ კლევერი, პეტ დენაჰაი, კამერონ დოლანი, ერიკ ფრი, ჯი ჯი გაგიანო, ნიც ჯონსონი, ვილ ჯონსონი, სკოტ ლავალა, მაიკ მაკდონალდი, ბრაიან მაკლენჰანი, მატე მოეკიოლა, შოუ პიტმანი, ჰეიდენ სმიტი, ლუის სტანფილი, ფილ თიელი, ჯონ ფან დერ გისენი.

უკანა ხაზი: პაულ ემერიკი, ტაი ენოსა, ტროი ჰალი, კოლინ ჰოული, ნესე მალიფა, ტაკუ ნგვენია, მიკ პალეფაუ, ჯეიმზ პატერსონი, მაიკ პეტრი, ბლეინ სკული, რობ შოუ, ჯუნიორ სიფა, ენდრიუ სუნიულა, როლანდ სუნუილა, კევინ სვირინი, ზაკ ტესტი, ტიმ უსასზი, კრის ვოლესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული