ჩვენი ჩრდილოელი მეზოებლები ორ კვირაზე მეტია ქვეყნის სამხრეთში, სოჭში ემზადებიან და როგორც ყველა გუნდი, ისინიც ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ზრუნავენ. რუსთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა საწვრთნელ შეკრებაზე 34 მორაგბე იახლა. გუნდში არ არიან ინგლისურ კლუბებში გადაბარგებული ანდრეი ოსტრიკოვი და ვალერი არტემევი, რომლებიც ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.
ნერუშმა იმ სამი ქართველიდან, რომლებმაც მსოფლიოს თასის შესარჩევში ითამაშეს რუსეთის ნაკრებში, სოჭში მხოლოდ ვალერი
ახლახან რუსეთის ნაკრების ბანაკს სოჭში რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური ჩემპიონი ხაჯიმურატ გაცალოვი, მსოფლიოს ჩემპიონი დენის ცარგუში და ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ხაჯიმურატ მაგომედოვი ეწვივნენ. მოჭიდევეებმა მორაგბეებთან ერთად ივარჯიშეს.
აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ნაკრები სავარჯიშოდ ბრიტანეთში გაემგზავრება. სადაც იქაურ კლუბებთან რამდენიმე საწვრთნელ მატჩს გამართავს. 12 აგვისტოს "დათვები" "ნორსჰემთონს" დაუპირისპირდებიან, ერთი კვირის მერე "ნიუპორტს" ეთამაშებიან. 26 აგვისტოს კი მეტოქე "გლოსტერი" იქნება.
რუსეთის ნაკრები
შერკინება: ვალერი ცნობილაძე, ალექსანდრ ხროკინი, არტიომ ფატახოვი, ალექსეი ტრავკინი, ანდრეი ტემნოვი, ებგენი პრონენკო, ივან პრიშეპენკო, სერგეი პოპოვი, ალექსეი პანასენკო, ვლადისლავ კორშუნოვი, ვიქტორ გრესევი, ვიაჩესლავ გრაჩოვი, ანდრეი გარბუზოვი, ალექსანდრ ვოიტოვი, ვლადიმირ ბოტვინნიკოვი.
უკანა ხაზი: დენის ანტონოვი, მიხაილ ბაბაევი, ვლადმირ ბოლტენკოვი, ანდრეი ბიკანოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ გალინოვსკი, იგორ კლუჩნიკოვი, ვლადიმირ კონდრაშოვი, ანდრეი კუზინი, კირილ კუშნარიოვი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ევგენი მატვეევი, ნიკიტა მედკოვი, კონსტანტინ რაჩკოვი, მიხაილ სიდოროვი, ალექსანდრ შაკიროვი, რუშან იაგუდინი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"