ფან დერ ვესტჰოიზენს ორიდან ხუთწლამდე სიცოცხლე დარჩა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდარული მორაგბე, "ბოკეს" ყოფილი კაპიტანი, იუსტ ფან დერ ვესტჰოიზენი მძიმედაა ავად. ექიმები მისი გადარჩენის შანსს 20 პროცენტით აფასებენ. მათი დასკვნით ფან დერ ვესტჰოიზენს ორიდან ხუთწლამდე სიცოცხლე დარჩა.

იუსტი ბოლო ხანს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მას ლაპარაკი უჭირდა და კუნთების შესუსტებას გრძნობდა. მალე იღლებოდა და სუნთქვა უჭირდა. დიდი ხნის მანძილზე ვერაფრით დაადგინეს რა სჭირდა. ეს არც რაიმე ვირუსის ბრალი იყო და არც ფიზიკურ და ფსიქოლოგიური გადაღლის შედეგი.

საბოლოოდ ნათლი (თუ ამას ნათელი ეთქმის) ყველაფერს კლიველენდელმა ექიმმა ერიკ პიორომ
მოჰფინა. ფან დერ ვესტჰოიზენს მამოძრავებელი ნეირონების უკმარისობა სჭირს.

ამ ყოველივეზე კომენტარი ლეგენდარული მორაგბის აგენტმა ბრიჯიტ ფან ოერლემ გააკეთა: "ის შოკშია და ძალიან განიცდის ამ ამბავს. ახლა საკუთარ ოჯახთანაა და უნდა მეტი დრო შვილებთან გაატაროს. ამასთან ყველას სთხოვა, ცოტა ხნით მაინც თავი დაანებონ, რათა გონზე მოსვლა შეძლოს"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული