ჯონ ქირვანი: რაგბის აზიაში დიდი მომავალი აქვს

AutoSharing Option
იაპონიის ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელ, ლეგენდარულ მორაგბე ჯონ ქირვანს მიაჩნია, რომ აზიის კონტინენტზე რაგბი მალე დიდ ნახტომს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ იაპონია 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძელია. ქირვანის ხელმძღვანელობით იაპონელებმა HSBC აზიის ხუთი ერი და წყნარი ოკეანის აუზის ერთა თასი მოიგეს. ამ ფაქტმა კი ქვეყანაში რაგბი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.

"გაოცებული ვარ იმ ენთუზიაზმით, რომლითაც იაპონელი ბავშვები რაგბის თამაშობენ. მდგომარეობა ყოველდღე იცვლება უკეთესობისკენ. განსაკუთრებული ბიძგი კი რაგბის აზიის რეგიონში განვითარებას, მის ოლიმპიურ სახეობად აღიარებას მოჰყვა.

შვიდკაცა რაგბი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების
პროგრამაშია შეტანილი და მომავალი წლიდან იაპონიის ხელისუფლება არნახული რაოდენობის ინვესტიციების გაღებას აპირებს. არანაკლები ყურადღება დაეთმობა რაგბის ჩინეთშიც, სადაც ოვალური ბურთით თამაში ეროვნული სახეობების რიგში შეიყვანეს და მომდევნო ათი წლის განმავლობაში აურაცხელი რაოდენობით დაფინანსებას აპირებენ.

გარწმუნებთ, არანაკლები პერსპექტივა აქვთ სხვა აზიურ ქვეყნებსაც. ამ კონტინენტის მოსახლეობა დიდი შრომისმოყვარეობით, ბრძოლისუნარიანობითა და დისციპლინით გამორჩეულია. ამის ხარჯზე კი მათ ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ" - თქვა ჯონ ქირვანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული