თინდოლმა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ჯვარი დაიწერა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის უფროს შვილიშვილ ზარა ფილიპსზე.
ამ წყვილის ურთიერთობის შესახებ დიდი ხანია წერდა ინგლსური ყვითელი პრესა. მაიკმა და ზარამ ოჯახის შეექმნის თაობაზე თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინათ განაცხადეს. ჯვრისწერის ცერემონიას, რომელიც თითქმის გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოეწყო, სამეფო კარი სრული შემადგენლობით დაესწრო. აქ იყო თავად დედოფალი ელისაბედი, ასევ ედინბურგის ჰერცოგი, უელსის პრინცი, კორნოულის ჰერცოგი და პრინცი
ცხადია, მაიკ თინდოლს მაყრიონში მეგობრები, ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბეები იან ბოლშო, ჯეიმს სიმპსონ-დენიელი, ენდი ბიტი, და ჯონი ვილკინსონი ახლდნენ. აქვე იყვნენ ინგლისის ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელები, სერ კლაივ ვუდვორდი და მარტინ ჯონსონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"