მაიკ თინდოლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მაიკ თინდოლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს დაუნათესავდა.

თინდოლმა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ჯვარი დაიწერა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის უფროს შვილიშვილ ზარა ფილიპსზე.

ამ წყვილის ურთიერთობის შესახებ დიდი ხანია წერდა ინგლსური ყვითელი პრესა. მაიკმა და ზარამ ოჯახის შეექმნის თაობაზე თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინათ განაცხადეს. ჯვრისწერის ცერემონიას, რომელიც თითქმის გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოეწყო, სამეფო კარი სრული შემადგენლობით დაესწრო. აქ იყო თავად დედოფალი ელისაბედი, ასევ ედინბურგის ჰერცოგი, უელსის პრინცი, კორნოულის ჰერცოგი და პრინცი
ჰარი, რომელიც რაგბის დიდი ქომაგი და მეოხია.

ცხადია, მაიკ თინდოლს მაყრიონში მეგობრები, ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბეები იან ბოლშო, ჯეიმს სიმპსონ-დენიელი, ენდი ბიტი, და ჯონი ვილკინსონი ახლდნენ. აქვე იყვნენ ინგლისის ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელები, სერ კლაივ ვუდვორდი და მარტინ ჯონსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული