ფიჯის ნაკრები სპონსორებს ეძებს

AutoSharing Option
ფიჯის ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს თასისთვის ემზადება, ფინანსური პრობლემები მოეძალა. როგორც კუნძულელთა რაგბის კავშირის მაღალჩინოსნებმა თქვეს, ამჟამად ეროვნული გუნდი მხოლოდ სახელმწიფოს გრანტის წყალობით არსებობს და ვერაფრით მოხერხდა კერძო კომპანიების მობილიზება.

"საკმაოდ კრიტიკულ მდგომრეობაში ვართ. ვიანიდან წყნარი ოკეანის ქვეყნების ერთა თასზე და ახალ ზელანდიასთან მატჩში წარუმატებლად ვიასპარზეთ, სპონსორების მოზიდვა ჭირს. ამ დროისთვის სახელმწიფომ 2,6 მილიონი დოლარი უკვე მოგვცა იმ 3-მილიონიანი გრანტიდან, რომელიც წლის დასაწყიში დაგვიმტკიცდა.

მივიღეთ ასევე დაფინანსება IRB-დან. გრანტის ოდენობა 300 ათას დოლარს შეადგენს. ერთი სიტყვით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, არადა
მსოფლიოს თასის გათამაშება კარსაა მომდგარი", - თქვა ფიჯის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ტევიტა ვაკაირავიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული